კალათა

დეტალურად

გიგი თევზაძის წიგნი ერთ მეტად საინტერესო მოგზაურობაზე მოგვითხრობს. ამ მოგზაურობის მარშრუტის მონიშვნა გეოგრაფიულ რუკაზე შეუძლებელია, ვინაიდან ის ასახავს რვაწლიანი კვლევის პროცესს საკვლევი ჰიპოთეზის შემუშავებიდან ახალი კრიტიკული მიდგომის ჩამოყალიბებამდე, რომელიც ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებისა და ადამიანებზე დაკვირვების შედეგად მოგროვებული მონაცემების დამუშავების გზაზე გადის. ნაშრომში აღწერილი კვლევითი მოგზაურობა სრულიად განსხვავებულ მიდგომას აყალიბებს მენტალური აშლილობებისა და კოგნიტური პროცესებისადმი. ეს კი საშუალებას აძლევს მკითხველს, ახლებურად უპასუხოს არაერთგზის პასუხგაცემულ კითხვებს. როგორ წარმოიშობა ინტერესი, რატომ და როგორ ვსწავლობთ, რა არის ტვინის მუშაობის ნამდვილი მიზანი, რას წარმოადგენს მენტალური აშლილობა და როგორ არის ის შეჭიდული ტვინის ფუნქციონირების ახალ სქემასთან – ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე გაცემული პასუხებით ავტორი იმედოვნებს, რომ მისეული მიდგომის გავრცელება ახალ სივრცეებს გაუხსნის კოგნიტური პროცესების კვლევას, რაც მენტალური აშლილობის მქონე ადამიანების ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უახლოეს მომავალში. მკითხველისთვის ალბათ ისიც საინტერესო უნდა იყოს, რომ წინამდებარე წიგნის ავტორი, რომელიც იმავდროულად ნაშრომში აღწერილი კვლევების მთავარი მკვლევარიცაა, განათლებით და კვლევითი ბიოგრაფიის მიხედვით, ფილოსოფიის მასწავლებელია.
  • მარინა გეგელაშვილი, გიორგი ჭეიშვილი – წინასიტყვაობა
  • ზაალ კიკვიძე – წერილი მკითხველს
  • რატომ ფილოსოფია?
  • შემთხვევა, რომელმაც ამ წიგნის დაწერა გადამაწყვეტინა
  • წიგნის შინაარსის მოკლე განმარტება
  • როგორ დავიწყე
  • ეპილეფსია და აუტიზმი, როგორც ჩვენი და ჩვენი ტვინების ქცევის გასაღები
  • როგორ გამოვიწვიეთ ვირთაგვებში დეპრესია: გზა მენტალური აშლილობების გამაერთიანებელი ჰიპოთეზისკენ
  • ტვინების დივერსიფიკაციის აღმოჩენა და მათი ევოლუციური ახსნა
  • პირველი შეფერხება: შედეგები ერთმანეთს ეწინააღმდეგება
  • In vitro ექსპერიმენტი: ტვინის ფუნქციონირებაში სიამოვნების აუცილებლობის ექსპერიმენტული დადასტურება
  • როგორ შევაფერხეთ ტვინის სოციალური პროექცია – შევანელეთ კოგნიტური აქტივობა
  • როგორ გავაძლიერეთ ტვინის სოციალური პროექცია – ავაჩქარეთ კოგნიტური აქტივობა
  • ჩვენს ექსპერიმენტებში აღწერილი ქცევების ფიზიოლოგია – დოფამინის ცენტრალური როლი
  • მენტალური აშლილობის წარმოშობის და მკურნალობის გამაერთიანებელი თეორია
    • 1. მენტალური აშლილობების გამაერთიანებელი თეორია
    • 2. მენტალური აშლილობის მკურნალობის ზოგადი სქემა
  • კოგნიტური მოქმედების მთლიანი სქემა: კიდევ ერთი კოპერნიკული გადატრიალება
  • ავადმყოფობის, როგორც ფენომენის მიღმა
  • დასკვნის მაგივრად: სიამოვნების და ჩვენ შესახებ
    • დანართი #1: The Lonely Neanderthal: A Neurochemical Hypothesis for the Domestication of Animals and plants
    • დანართი #2: Children with epilepsy and autistic spectrum disorders show similarly high levels of urinary p-cresol
    • დანართი #3: Effects of a Gut Microbiome Toxin, p-Cresol, on the Indices of Social Behavior in Rats
    • დანართი #4: Effects of a Gut Microbiome Toxin, p-Cresol, on the susceptibility to Seizures in Rats
    • დანართი #5: Effects of a Gut Microbiome Toxin, p-Cresol, on the Contents of the NMDA2B Receptor Subunit in the Nucl. Accumbens of Rats
    • დანართი #6: Besides the development of mental disorders, gut microbiome bacteria appear to play a major role in turning on cognitive activity: Outcomes of experiments, foreseen implications and hypotheses (in amendment: Determination of the amount of p-cresol the blood)
    • დანართი #7: Gut neurotoxin p-cresol induces brain-derived neurotrophic factor secretion and increases the expression of neurofilament subunits in PC- 12 cells
    • დანართი #8: Reducing the amount of Clostridium difficile in the gut microbiome reduces the behavioral projection of cognitive activity in rats
    • დანართი #9: Bettering of Learning Activity through Elevated P-Cresol Levels in the Brain: Insights from Active AvoidanceTesting in Wistar Rats