კალათა

დეტალურად

ღამურა, კოკი და წრიპა ერთი სახლის სადარბაზოში ცხოვრობენ და სწორედ ისეთი მეგობრები არიან, თქვენც რომ ისურვებდით. კოკი ხუჭუჭა, ღამურას აზრით ძალიან სასაცილო, მაგრამ კეთილი და მხიარულია, თვითონ ღამურა „ღამესავით შავია“, ზღვისფერი თვალებით, წრიპა კი... წრიპა წრიპაა, მაგრამ, როგორც თავადაც დარწმუნდებით, ძალიანაც ყოჩაღი და გაბედული. გაგიკვირდებათ, მაგრამ ღამურა ღამურა კი არა, ერთი პატარა ფისოა. წრიპაც. და ვინ თქვა, რომ რადგან კოკი პუდელია, ფისოებთან მეგობრობა არ შეუძლია? – შეუძლია და მერე როგორ! რაც ამ პატარა წიგნში სამივეს ერთად ამბები გადახდა, ბევრი ვერ დაიკვეხნის. აბა რა გგონიათ, ადვილია ბუზღუნ-გრუხუნა კაცისა და კაპასი, თანაც ჭორიკანა ქალის გვერდით ცხოვრება, ყველას რომ ცხოვრებას უწამლავს? გგონიათ, ადვილია პატარა ფისოსთვის სადარბაზოში ცხოვრება, თანაც როცა შავი და უპატრონოა? იცით, როგორია, როცა შემთხვევით აღმოაჩენ, ვინ ცხოვრობს ბიბლიოთეკის უკან პარკში?.. კიდევ კარგი, ჩვენს ქალაქში სამართლიანი პოლიციელები და კეთილი ადამიანებიც ცხოვრობენ! ჰოდა თავად ნახავთ, მათი დახმარებითა და მონდომებით როგორ შეიცვალა მარტო ღამურას ცხოვრება კი არა, მთელი იმ კორპუსის ბინადრებისაც, მაგრამ იქამდე... თუმცა ჯობია, ყველაფერი თავად წაიკითხოთ.
  • ღამურა