ჩვენი ცხოვრების მთავარი უბედურება ისაა, რომ დაბადებიდანვე ისეთი ყოველდღიურობის ნაწილი ვხდებით, სადაც, ეგრეთ წოდებულ, ჩარჩოებში ცხოვრების გარდა, სხვა არჩევანი არ გვაქვს. თითქოს დღეს თავისუფლად ცხოვრებისთვის ყველაფერი გვაქვს, თუმცა მის დასაცავად ხელში არაფერი გვიჭირავს. და, როცა საკუთარი ინდივიდუალურობის დაკარგვის წინაშე დგები, უკან დახევის გზა აღარ გაქვს. სწორედ, საკუთარი თავის სოციუმში დამკვიდრებას და ხმის ამოღებას ემსახურება პატარა მირანდას ისტორია, რომელიც ბავშვთა თავშესაფრიდან გაქცევას ცდილობს. მისი მიზანი არა მარტო ბავშვთა თავშესაფრიდან გაქცევაა, არამედ საკუთარი ძველი მე-სგან, რომელსაც აწუხებს ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ხმის ამოღება საშიშია. ან შეიძლება დანაშაულიც კი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მირანდას სურს შეახსენოს ყველას, რომ ადამიანად არსებობა უკვე ნიშნავს იმას, რომ რაღაც აუცილებლად გექნება სათქმელი.
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
- 21
- 22
- 23
- 24