„ნივთების სამოთხე“ პოსტმოდერნისტული რომანია რომანის შექმნის ტექნიკაზე, სადაც სიუჟეტი 3 მწერლის ირგვლივ ვითარდება. ისინი ერთმანეთზე წერენ წიგნს და რთული გასარჩევია რომელია ნამდვილი პერსონაჟი და რომელი რეალური ადამიანი. „ნივთების სამოთხე“ ადამიანის განივთების შესახებ მოთხრობილი წინასწარმეტყველებაა, როდესაც ინდივიდი საკუთარი ნებით ამბობს უარს პიროვნულობაზე და ცდილობს გააზრებულად გახდეს მექანიზებული, რობოტი. თუ აქამდე კაცობრიობის პრობლემა სისტემის მხრიდან ადამიანის დამორჩილების გამოწვევა იყო, „ნივთების სამოთხე“ პიროვნების დაშლის ახალ მოდელს წინასწარმეტყველებს, სადაც ადამიანს, ინდივიდს მომავალი აღარ ექნება ან შესაძლოა აღარ ჰქონდეს. „ნივთების სამოთხე“ 2011 წელს დაწერილი რომანია („მოდელი 18/12“), რომელიც ფაქტობრივად, საფუძვლად დაედო კიდეც „ფასკუნჯი – გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლის“ კონცეფციას, სადაც ავტორები მხატვრულ დაოსტატებას გადიან. სწორედ ამიტომ, ეს ტექსტი, ახალი რედაქციით „სერია „ფასკუნჯელების“ პირველ წიგნად ჩავსვით.
- ნაწილი პირველი
- თავი 0
- თავი 1
- თავი 2
- თავი 3
- თავი 4
- თავი 5
- თავი 6
- ნაწილი მეორე
- თავი 7
- თავი 8
- თავი 9
- თავი 10
- თავი 11
- ნაწილი მესამე
- თავი 12
- თავი 13
- თავი 14
- თავი 15
- თავი 16
- ნაწილი მეოთხე
- თავი 17
- თავი 18
- თავი 19
- თავი 20
- თავი 21
- თავი 22
- თავი 23
- თავი 24
- თავი 25
- თავი 26
- თავი 27
- თავი 28
- თავი 29
- ეპილოგი