ეს ანტიუტოპიაა, ოღონდ არა ორუელის სტილში.
მთავარი გმირი ღრმა კომაშია. მაგრამ მას ახასიათებს უცნაური ხილვები და ამის გამო ის სპეცსამსახურების მუდმივი დაკვირვების ქვეშ აღმოჩნდება. არცაა გასაკვირი, მას ხომ ის ელანდება, რაც დედამიწაზე რამდენიმე ათეული წლის შემდეგ შეიძლება მოხდეს. მსოფლიო ომი, საყოველთაო ნგრევა, დიქტატურა, კაცობრიობის აღორძინება ახალ პრინციპებზე, უცხოპლანეტელთა მოსალოდნელი შემოჭრა...