კალათა

დეტალურად

2000 წელს გამოქვეყნებული „ღამე ჩილეში“, რომელშიც მოქმედება ერთი ღამის განმავლობაში ვითარდება, ოპუს დეის წევრისა და ლიტერატურის კრიტიკოსის, პადრე სებასტიან ურუტია ლაკრუას შემაძრწუნებელი მონოლოგია. ის ფიქრობს, რომ კვდება. ციებ-ცხელების დროს მეხსიერებაში ამოუტივტივდება ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები და როგორც რეალური, ისე წარმოსახვითი პერსონაჟები ურჩხულებად ევლინებიან. მისი მოგონებები მე-20 საუკუნის შუა ხანების ჩილეს ისტორიასა და ლიტერატურას ერწყმის. აქ შეხვდებით მაშინდელ ლიტერატურულ და ისტორიულ სახეებს, მათ შორის, პაბლო ნერუდასა და აუგუსტო პინოჩეტის. ნაწარმოები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ორი აბზაცისგან შედგება: პირველი აბზაცი პადრე ურუტია ლაკრუას მონოლოგია, მეორე კი მხოლოდ ერთი სტრიქონია. ბოლანიოს სიტყვებით, მან „ღამე ჩილეში“ შეუჩერებლად დაწერა და, სტილის თვალსაზრისით, ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ოდესმე აღმოჩენილა.
  • * * *
  • * * *