კალათა

დეტალურად

ადამიანის სწრაფვას თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ საზღვრები და ასაკი არ გააჩნია... რომანის ორი გმირი – მიუსაფარი აცტეკი შორეული მექსიკიდან და საბჭოთა ხანაში მენტალურად ჩარჩენილი ქართველი დიპლომატი – ერთმანეთს დრამატულ ვითარებაში ხვდებიან. ვერც ერთი მათგანი ვერ ელევა ზედმეტ ტვირთად ქცეულ პასუხისმგებლობის გრძნობას, ვერ ურიგდება უსამართლობას, განიცდის საკუთარ უმწეობას და ებრძვის მას – ამიტომაც პოულობენ საერთო ენას. რომანში იღვრება სისხლი, იკარგებიან ადამიანები, წარსულის აჩრდილები აღვივებენ მკაფიო ორიენტირის გარეშე დარჩენილ გმირებში სამართლიანობის აღდგენისადმი სწრაფვას. იმედი კი... იმედი უკანასკნელი ქრება.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • აცტეკი