ორი სხვადასხვა სამყაროს ჰარმონიული შეთავსება, თავიდან სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგოდ რომ გეჩვენება, სიუჟეტური ხაზის განვითარებას ეხმარება. ავტორი მშვიდად გვპასუხობს ბუნებრივად გაჩენილ შეკითხვებზე: „ეს რა არის?“ „რატომ?“ „რას გულისხმობს?“ რომელიღაც მომენტში რომანის დასასრული ისეთი სისწრაფით ახლოვდება, რომ სუნთქვა გეკვრის. ფინალი, როგორც ყოველთვის, უამრავ კითხვას ტოვებს, და მხოლოდ ორიოდე მკაფიო პასუხს იძლევა. ისე, სულ ორი სიტყვითაც შეიძლება ამ რომანის დახასიათება – არარეალურის რეალურობა! იქნებ სწორედ ეს ხიბლავს ჰარუკი მურაკამის მკითხველს!.. 1978 წელს 29 წლის ჰარუკი მურაკამი ჯაზის ბარის მფლობელი იყო ტოკიოს ცენტრში. აპრილის ერთ დღეს, ბეისბოლის თამაშის ყურებისას, რომანის დაწერის მუზა ეწვია და მისი ცხოვრებაც შეიცვალა. პირველმა რომანმა, „ყური მიუგდე ქარის სიმღერას“, დებიუტანტი მწერლების კონკურსში გაიმარჯვა და მომდევნო წელს გამოქვეყნდა კიდეც. თუმცა მურაკამის პოპულარობა 1987 წელს „ნორვეგიული ტყის“ გამოცემამ განსაზღვრა. ნაწარმოებმა ის უბრალო მწერლიდან ფენომენად აქცია, მისი ყველა წიგნი ბესტსელერი გახდა და 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. ჰარუკი მურაკამი დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული და პოპულარული მწერალია.
- 1. საოცრებათა ქვეყანა. ლიფტი. სიჩუმე. სიმსუქნე
- 2. სამყაროს დასასრული. ოქროს მხეცები
- 3. საოცრებათა ქვეყანა. საწვიმარი. ბნელეთის მოციქულები. სარეცხი
- 4. სამყაროს დასასრული. ბიბლიოთეკა
- 5. საოცრებათა ქვეყანა. კონვერტაცია. ევოლუცია. სექსუალობა
- 6. სამყაროს დასასრული. ჩრდილი
- 7. საოცრებათა ქვეყანა. თავის ქალა. ლორენ ბაკოლი. ბიბლიოთეკა
- 8. სამყაროს დასასრული. პოლკოვნიკი
- 9. საოცრებათა ქვეყანა. მადა. ფიასკო. ლენინგრადი
- 10. სამყაროს დასასრული. კედელი
- 11. საოცრებათა ქვეყანა. ჩაცმა. საზამთრო. ქაოსი.
- 12. სამყაროს დასასრული. სამყაროს დასასრულის რუკა
- 13. საოცრებათა ქვეყანა. ფრანკფურტი. კარი. თავისუფალი მხატვრები
- 14. სამყაროს დასასრული. ტყე
- 15. საოცრებათა ქვეყანა. ვისკი. წამება. ტურგენევი
- 16. სამყაროს დასასრული. ზამთარი დგება
- 17. საოცრებათა ქვეყანა. სამყაროს დასასრული. ჩარლი პარკერი. საათისმექანიზმიანი ბომბი
- 18. სამყაროს დასასრული. სიზმრების წაკითხვა
- 19. საოცრებათა ქვეყანა. ჰამბურგერი. „სკაილაინი“. ბოლო ვადა
- 20. სამყაროს დასასრული. მხეცები იხოცებიან
- 21. საოცრებათა სამყარო. სამაჯურები. ბენ ჯონსონი. ეშმაკი
- 22. სამყაროს დასასრული. ფერფლისფერი კვამლი
- 23. საოცრებათა ქვეყანა. ნახვრეტები. წურბლები. კოშკი
- 24. სამყაროს დასასრული. ჩრდილების მოედანი
- 25. საოცრებათა ქვეყანა. საკვები. ოცნებების ფაბრიკა. ხაფანგი
- 26. სამყაროს დასასრული. ელექტროსადგური
- 27. საოცრებათა ქვეყანა. მატიანე კბილის ჩხირზე. უკვდავება. ქინძისთავები
- 28. სამყაროს დასასრული. ინსტრუმენტი
- 29. საოცრებათა სამყარო. ტბა. მასატომი კონდო. კოლჰოტი
- 30. სამყაროს დასასრული. ორმო
- 31. საოცრებათა ქვეყანა. ტურნიკეტი. The Police. სარეცხი ფხვნილი
- 32. სამყაროს დასასრული. ჩრდილი ქრება
- 33. საოცრებათა ქვეყანა. რეცხვა წვიმაში. მანქანა იჯარით. ბობ დილანი
- 34. სამყაროს დასასრული. თავის ქალები
- 35. საოცრებათა ქვეყანა. ფრჩხილების საკვნეტი. ნაღების სოუსი. რკინის ლარნაკი
- 36. სამყაროს დასასრული. აკორდეონი
- 37. საოცრებათა ქვეყანა. სინათლე. თვითჩიჩქნა. სისუფთავე
- 38. სამყაროს დასასრული. გაქცევა
- 39. საოცრებათა ქვეყანა. ბატიბუტი. ლორდ ჯიმი. გაუჩინარება
- 40. სამყაროს დასასრული. ჩიტი