კალათა

დეტალურად

„ცისნამი საყვარლიშვილი განცდის ადამიანია. განცდის და ფიქრისაც, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო განცდის, რამდენადაც მას ვიცნობ და მით უფრო, რაც ამ წიგნში წავიკითხე. ეს არის ფრაგმენტული დღიური იმ თითქოს ნაცნობ და ამავდროულად სრულიად უცნობ ქარტეხილებზე, რაც გარდაუვალი გამოდგა „ოთხმოცდაათიანების“ თაობისთვის და განსაკუთრებით, ცხადია რომ, ქალებისთვის. თითქოს ნაცნობი იმიტომ, რომ აღწერილი გზა ათასობით ქართველმა ემიგრანტმა გაიარა, ხოლო უცნობი იმიტომ, რომ ყველა გზა, მიუხედავად გარეგნული და ზედაპირული მსგავსებისა, უკიდურესად პერსონალურ ისტორიებს გულისხმობს: მარცხებსა და გამარჯვებებს, რომელიც მხოლოდ მათია და მათგანაა. ცისნამი თითქოს ერთი გამოქცეული პერსონაჟია ლევან კოღუაშვილის შესანიშნავი ფილმისა „ქალები საქართველოდან“, ფილმიდან ლიტერატურაში გამოქცეული და უფრო ვრცლად გვიყვება უახლესი საქართველოს პარალელური ცხოვრების შესახებ, რომელიც შეიძლება ოდესმე მემატიანემ გამოტოვოს კიდეც, არადა, თუ გულწრფელი ვიქნებით, ბოლო ოცი წელია, ჩვენი ქვეყანა სწორედ ორ ნაწილად ცხოვრობს – საზღვარს მიღმა და საზღვარს შიგნით. მოკლედ, გაიცანით ცისნამი – წითელთმიანი გოგონა ფერადი ცხოვრებით.“ – გიორგი კეკელიძე
  • რედაქტორისგან
  • პატარა წითელთმიანი გოგონა
  • ბედნიერება ყველაფერშია
    • გამარჯობა, ეს მე ვარ!
    • ცისნამი თუ სისი?
    • დათესეთ სიყვარული!
    • რა არის ჩემთვის სამშობლო?
    • დატკბით ცხოვრებით!
    • მე, მზე და ყაყაჩოები
    • ჩემი ბინა
    • გჯეროდეთ იმის, რაც გინდათ!
    • ბედნიერება ყველაფერშია!
    • როგორ წარმომიდგენია ჩემი სიბერე
  • „ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს...“
    • ჩემი სოფელი
    • გიორგობა და ჩემი ტკბილი ბებოს დაბადების დღე
    • ეპიზოდები ბავშვობიდან
    • წითელი გოგრაბალის ხე
    • შამილა
    • ჩემი პირველი ზარი
    • თეთრეულის რეცხვის რიტუალი 90-იან წლებში
    • საქანელა
    • დიასახლისობა
    • ატმის კომპოტის მომზადება
    • თოვლი, სავსე მთვარე და ალილო
    • ფერადი შემოდგომა და 20 სექტემბერი
    • ბავშვობის უდარდელი წლები და ჩემი ტკბილი მეგობრები
    • ბედნიერი ახალი წელი, მამილო!
    • მამიკო, მენატრები!
    • მინდა, რომ ყველა დედა ბედნიერი იყოს!
  • ვაქციოთ სამყარო უკეთეს ადგილად!
    • განათლება უპირველეს ყოვლისა
    • გაცემულ სიკეთეს არ ივიწყებენ!
    • არაფერია შეუძლებელი!
    • ჩემი უცნაური ჰობი
    • რას შევცვლიდი ჩემს ქვეყანაში?
    • შრომა ბედნიერებაა
    • ბოროტებას ყოველთვის სიკეთით უპასუხეთ!
    • ვაქციოთ სამყარო უკეთეს ადგილად!
  • უცხო მიწაზე
    • პირველი განშორება ერთი წლის შვილთან
    • იტალია, ჩემი სიყვარული
    • სკაიპით დატირებული მამა
    • სენიორა ლედა
    • იუვე, ჩემი სიყვარული
    • ციხე, რომელშიც ყველა ემიგრანტი ქალი ნებაყოფლობით ზის
    • ისევ გაუთავებელი მონატრება
    • გზა ფლორიდიდან ნიუ-იორკამდე მატარებელში
    • საშობაო სურვილი
    • ჩემი 2014 წელი
    • „დაურეკე, ტელეფონო!“
    • ემიგრანტი დედის ოდნავ სევდიანი სიტყვები
    • არა ოკუპაციას!
    • ემიგრანტის თვალით დანახული ამერიკა
    • ქართველები ხელჩაკიდებულნი ეხმარებიან ერთმანეთს
    • „სუხიშვილები“ ნიუ-იორკში
    • ფესტივალი „ქართველები ამერიკაში“
    • ჩემი ფავორიტი შვიდი ქართული ოჯახი ამერიკაში
    • ქართული კულტურა ნიუ-იორკში
  • დედაშვილობა
    • სკაიპის დედა
    • ჩემი სიზმარი
    • „მიყვარხარ!“
    • სკაიპით ნათამაშები „დამალობანა“
    • ირაკლი, დედიკოს ძალიან უყვარხარ!
    • საუბრები ჩემს ბიჭუნასთან
    • კიდევ ერთი დაბადების დღე უდედოდ!
    • მე, ჩემი ირაკლი და უწმინდესი
    • ირაკლი სკოლაში მიდის!
    • იკას დაბადების დღე ისევ უჩემოდ...
    • ჩემს ირაკლის