„ზუსტად ვერ განსაზღვრავ ჟანრულ თავისებურებას ჰაიდეს თხზულებისა „ვარკას ნიღაბი“ ‒ როგორც სჩვევია პოსტმოდერნიზმს. არც გამოკვეთილი სიუჟეტური ქარგა მოეპოვება ‒ როგორც პოსტმოდერნიზმს სჩვევია. თხრობაში უხვადაა ციტატებიც, ასოციაციებიც, ალუზიებიც ‒ პოსტმოდერნიზმს როგორც სჩვევია. ეს მანერა იმიტომ აურჩევია ავტორს თავისი დებიუტისათვის, რომ ყველაზე მახლობლად დაუგულვებია; ამიტომაც გაუთავისებია ასე მარჯვედ ეს სტილისტიკა და გაბედულად დაუსახლებია „ვარკას ნიღბის“ მხატვრული გარემო ყველასთვის ცნობილ მწერალთა თუ პერსონაჟთა ლანდებით, დრო და სივრცე წარმატებით რომ მოუშლია და ერთმანეთთან შეუხვედრებია დაშორებული სახელები. ფანტასმაგორია ტრიალებს მთელს თხზულებაში და ის წარმართავს თხრობის შინაგან ლოგიკასაც და გარეგან გამოხატულებასაც, ფანტაზიის გაქანებით, სილაღითა და თამაშ-თამაშით რომ დაგვაფიქრებს მწერალი ბევრ საჭირბოროტო და მტკივნეულ პრობლემაზე, რომლის შუაგულშიც ვბრუნავთ და გამოსავალს დავეძებთ. „ვარკას ნიღაბი” გამოსავლის ძიების ერთ-ერთი გზაა, მოხდენილად მინიშნებული და ძვირფასი სახელებით მოკირწყლული.“ – როსტომ ჩხეიძე
- პროლოგი
- პირველი ნაწილი
- პირველი ნაპრალი
- დაბადება
- გალერეა
- ქრონოსი
- პარალელური ბიოგრაფიები
- დავიწყებული ოცნებების გამოქვაბული
- სფინქსი
- ასტროლაბი
- წითელი
- ექსოდოსი
- მარილის სვეტები
- მეორე ნაწილი
- მეტრონომი
- ლილითი
- კოლექციონერი
- ახალი კარიბჭე
- The Man Who Sold the World
- Swans Reflecting Elephants
- სტიქსი
- დიოსკურები
- ოზიმანდიასი
- ერეშქიგალი
- სარკოფაგები
- ბლუზი
- ეპილოგი
- სქოლიო