კალათა

დეტალურად

16 წლის ასანას, შაბათს მნიშვნელოვანი მატჩი აქვს „არაგვთან“. გასულ სეზონში ხომ დამარცხდნენ და ამის გამო უფრო მაგრად უნდა მოგება, იქნებ გოლების შეყრაზე მეტადაც. დღეს კი ორშაბათია, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ვერც კი ითამაშოს. ყრუ ვერასდროს დაივიწყებს იმ დღეს, როდესაც სტადიონიდან ესროდა თავის ძმას შორისდებულებს. არც პირღია მელას თავი დაავიწყდება, უბრალოდ ვერ შეძლებს თავიდან ამოშლას. მღვდელს შეუძლია რომ ის დღე დაივიწყოს როდესაც ეპისკოპოსმა დაურეკა? არა. ეგ ის შუადღე იქნება როდესაც, ჟენიას ტაძარში არ შეუშვებს და არც ეს ავი ქალი დაივიწყებს ამას, მაგრამ როცა სირცხვილი მღვდელთანაც მივა, ჟენია არაფრით მისცემს თავს უფლებას რომ ბრაზმა აქციოს იმად, ვის ცხედარსაც ახლა ეგ და მაგის გიჟი და ტანსაცმელს აცმევენ. რაღა დროს ამაზე ფიქრია, მაგრამ ანნასთვისაც არ იქნება ის ღამე დასავიწყებელი, როდესაც მაგისი ქმარი სახლიდან გავა, ეს კიდევ მოკუნტული დარჩება საწოლში. იქნებ არც ანნას ქმარი აპირებს იყოს ის, ვინც იყო 37 წლის განმავლობაში?! რომ მოესწრო და კოვზზე საწამლავი მოეყარა? მაგრამ რაღაის ჩამრევ-ამრევია ნინია, აგე, კვდება და ნაწილ-ნაწილობით ამოსდის სული. ტექნო ტუალეტშიც ისმის, მაგრამ შემაწუხებლად ზანზარებენ ლითონის თხელი კედლები... რაღა დროს ესაა, იქნებ შევძლოთ და ასანა მატჩზე მივიყვანოთ.
  • ასანა, 16 წლის
  • ინჟინერი იაკინთე, 37 წლის
  • ასანა, 16 წლის
  • ყვითელა, 2 წლისა
  • ალიკა, 17 წლისა
  • ნინია, 80 წლისა
  • ასანას სიზმარი
  • იოაკიმე 0,5 თვის და 60 წლისა
  • ლელო, 42 წლისა
  • ალიკა, 17 წლისა
  • ავი ჟენია, 60 წლისა
  • იოაკიმე, 0,5 თვისა და 60 წლისა
  • ნინია, 80 წლისა
  • ალიკა, 17 წლისა
  • ინჟინერი იაკინთე, 37 წლისა
  • ლელო, 42 წლისა
  • ალიკა, 17 წლის
  • ნინია, 80 წლისა
  • ლელო, 42 წლის
  • ანნა (ინჟინრის ცოლი), 36 წლის
  • ალიკა, 17 წლის
  • მღვდელი, 39 წლის
  • ავი ჟენია, 60 წლისა, და მღვდელი
  • მღვდელი და 17 წლის მათე
  • ასანა, 16 წლის
  • ალიკა, 17 წლისა
  • ავი ჟენია, 60 წლისა
  • კვამლი
  • ინჟინერი იაკინთე, 37 წლის
  • ლელო, 42 წლისა
  • ლიდა, 84 წლისა
  • მათე, 17 წლის
  • პატიმარი გოგია, 40 წლისა
  • ასანას სიზმარი
  • ნინიას სიკვდილი
  • ანნა (ინჟინრის ცოლი), 36 წლის
  • ორი დაკრძალვა
  • მატჩი