კალათა

დეტალურად

პოლონური წარმოშობის დიდი ინგლისელი რომანისტი ჯოზეფ კონრადი მუდამ ორ რამეს ესწრაფოდა: სიმართლის თქმასა და ლამაზ ფორმას. „პირად ჩანაწერებზე“ მუშაობას კონრადი ისე მიუდგა, როგორც მორიგი ამბის წერას. თავისივე რეცეპტის მიხედვით, პირადული და ცოტაც იდუმალი ამბები შეურია და მკითხველისთვის ნაცნობ ფიქრებსა და შეგრძნებებს დაუკავშირა. სწორხაზოვან თხრობას თავი აარიდა და ამბავი ისე დაიწყო, როგორც პერსონაჟს შემოიყვანდა თავის რომანში. ასე უვლის კონგოს ნაპირებს, თოვლიან სტეპებს, ძვირფასი ბიძის სახლს და თან ჩანთით დაატარებს პირველი რომანის ხელნაწერის სიძველისგან გაყვითლებულ ფურცლებს. მოგვითხრობს პაპის ძმის ამბავსაც, რომელიც პოლონეთის იმედების გაცრუებისა და უიღბლობის სახეა. მარსელელ მეზღვაურებთან ერთად პირველად ეზიარება ზღვაოსნობას, მამასთან ერთად კი ხმამაღალ კითხვაში იწვრთნება. ზოგჯერ გაიელვებს რუსეთის ბრჭყალებიც, რომელიც მწერლის ბავშვობასა და მისი ოჯახის ისტორიას ჩაჰფრენია და უკვე ბრიტანელ მწერალსაც უძნელებს სუნთქვას. როგორც თავად ამბობდა, ის წიგნებმა გადაარჩინეს. მოგვიანებით კი, შეიძლება ითქვას, ვალი დაუბრუნა ლიტერატურას.
  • ჩვეული წინასიტყვაობა
  • თავი 1
  • თავი 2
  • თავი 3
  • თავი 4
  • თავი 5
  • თავი 6
  • თავი 7
  • ყოველნაირი ხელოვნება ჯადოქრობაა