1870 წელს ვორონეჟში დაბადებული ივან ბუნინის საფლავი პარიზშია, სადაც გასაბჭოების შემდგომ, თეთრი ემიგრაციის ტალღას გაჰყვა და გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. ის პირველი რუსი მწერალია, რომელმაც ლიტერატურაში ნობელის პრემია დაიმსახურა, პრემიის გამცემი შვედეთის აკადემიის მოტივაცია კი ასე იყო ფორმულირებული: „იმ მტკიცე ოსტატობისთვის, რომლითაც კლასიკური რუსული პროზის ტრადიციას აგრძელებს“. „ბნელი ხეივნები“ ემიგრაციაში, 1937-1944 წლებში დაწერილი მოთხრობების კრებულია. ყველა მოთხრობა ერთი იდეის – სიყვარულის გარშემო ერთიანდება, თუმცა რასაც მაშინ სიყვარულს უწოდებდნენ, თანამედროვე ენაზე მრავალნაირად ითარგმნება: ვნება, ღალატი, ტყუილი, ძალადობა... თავად ბუნინი ამ კრებულს თავისი შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევდა და, შეიძლება არც თუ ტყუილად, რადგან ქრონოლოგიურად დალაგებული მოთხრობები მისი არა მხოლოდ როგორც ავტორის, არამედ ადამიანის, კაცის ზრდის დინამიკასაც მიჰყვება: თუ თავიდან ახალგაზრდობის დროინდელ თავგადასავლებს გვიყვება და მომხდარს ასაკსა და გამოუცდელობას მიაწერს, კრებულის ბოლო ნაწილში აღსარება, პატიების თხოვნა და სასჯელის მოლოდინი ისმის.
- ნაწილი პირველი
- ბნელი ხეივნები
- კავკასია
- ბალადა
- სტეპა
- მუზა
- გვიანობისას
- ნაწილი მეორე
- რუსია
- მზეთუნახავი
- ჩურჩუტა
- ანტიგონე
- ზურმუხტი
- მგლები
- სავიზიტო ბარათები
- ზოიკა და ვალერია
- ტანია
- პარიზში
- გალია განსკაია
- ჰენრიხი
- ნატალი
- ნაწილი მესამე
- ერთ ნაცნობ ქუჩაზე
- ტრაქტირი მდინარის პირას
- დაიკო
- დასაწყისი
- „მუხნარი“
- „მადრიდი“
- მეორე ყავადანი
- ცივი შემოდგომა
- ორთქლის გემი „სარატოვი“
- ყორანი
- კამარგი
- ასი რუპია
- შურისძიება
- საქანელა
- სუფთა ორშაბათი
- სამრეკლო
- გაზაფხულზე, იუდეაში
- თავშესაფარი
- სქოლიო