ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ხშირად გავიგონებთ, რომ ჩვენ პატარა, ღარიბი ქვეყნის შვილები ვართ, ამიტომ დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს და უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვაქვს, ენის მოჩლექით ვესაუბროთ ჩვენს მტერს და საერთოდ ყველას. ასეთი დამოკიდებულებით ვერასდროს ვერაფერს სასურველს ვერ მივაღწევთ. ხშირად ამ ბრიყვულ, მტრულ თეორიებს, ოფიციოზის წარმომადგნელები ახმოვანებენ. არ დაუჯეროთ ასეთ ლიდერებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, მათი ნაწილი ამას გაუცნობიერებლად აკეთებს, ნაწილი კი, გაცნობიერებულად. საბოლოო ჯამში, ეს ჩვენი საზოგადოების დეზორიენტაციას იწვევს. საერთაშორისო სამართალი, ზოგადად, თანამედროვე მსოფლიო წესები დიდს და პატარას არ არჩევს, ამის შესანიშნავი მაგალითია ტერიტორიულად ჩვენი ზომის წარმატებული ქვეყნები - შვეიცარია, ირლანდია, ჰოლანდია, ისრაელი და სხვა. ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გვცემს პატივს პარტნიორი, მტერი, მეგობარი. მტერმაც და მოყვარემაც უნდა იცოდეს, რომ მტერს მტრულად დავუხვდებით, ხოლო მოყვარეს - მოყვრულად და თუ მტერმა იცის, რომ ჩვენთან ბრძოლა მისთვის ზიანის მომტანი იქნება, ასჯერ დაფიქრდება და გადაწყვეტილებას ისე მიიღებს. ჩვენს ხელთაა, თუ რამდენად ძლიერ, თანამედროვე სახელმწიფოს შევქმნით და განვავითარებთ მიზანმიმართული შრომით, სწავლით, რასაც შესაბამისად მოჰყვება პოზიტიური შედეგები. ჩვენ ეს ერთხელ შევძელით 21-ე საუკუნეში, თუმცა დროებით შევფერხდით, მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებთ წინსვლას. აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ინდივიდუალურთან ერთად საერთო ბედნიერების შექმნა და ამისგან სიამოვნების მიღება. ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ეს გამოგვივა. კრებულში შესულია 2014 – 2019 წლებში გამოქვეყნებული სტატიები.
- წინასიტყვაობა
- საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი „ევროპა-კავკასია-აზია“ (TRACECA) და მისი განვითარების პერსპექტივები
- ცენტრალური აზია - მოკლე ისტორიული მიმოხილვა
- საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და მისი ეკონომიკური განვითარების ზოგიერთი ასპექტი
- Tifliski ეტიკეტი
- რა ხდება საქართველოს ციხეებში?
- ხაზეინოკრატია
- მენეჯერი თუ პოლიტიკოსი
- ისევ გზების შესახებ, ანუ მეც ხომ მინდა რაღაც
- გიორგი მაზნიაშვილი – ქართველი გენერლის ცხოვრების ქრონიკა 1917-37
- ზეციური ასეული
- Francis Albert´Frank´ Sinatra
- შტრიხები საქართველო - რუსეთის ბოლოდროინდელი ურთიერთობებიდან
- საქართველო, რუსეთი, პოზიციები - ინტერესები... ნატაშა...
- მერი და სტიქია
- არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი
- რუსული პროპაგანდა მოქმედებაში?
- ქართველი დიპლომატის ჩანაწერები
- განათლების სისტემა ამერიკულად
- პოლიტიკა ბინძური საქმეა?!
- ერთმოქმედებიანი ტრაგი - კომედია
- რუსეთი, მითი და სინამდვილე
- ჩემი უცნობი ამერიკელი მეგობარი
- იმ დროს როდესაც საქართველოს ეძინა
- ჩვენი და არა მარტო ჩვენი ამბები
- ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძე