დანა გრიგორჩა 1979 წელს ბუქარესტში დაიბადა, ის გერმანისტი და ნიდერლანდისტია და მრავალი წელია, ოჯახთან ერთად ციურიხში ცხოვრობს. რუმინელ-შვეიცარიელი მწერლის წიგნები მრავალ ენაზეა ნათარგმნი და არაერთი ჯილდოთია აღნიშნული. მისი რომანი „ვინც არ კვდება“ 2021 წელს ნომინირებული იყო გერმანიის ლიტერატურულ პრემიაზე და 2022 წელს შვეიცარიის ლიტერატურული პრიზით აღინიშნა. დანა გრიგორჩა რუმინეთის ღირსების ორდენის მფლობელია კულტურის დარგში, რაინდის წოდებით. „ვინც არ კვდება“ მოგვითხრობს კარპატებში, ტრანსილვანიის საზღვართან მდებარე ერთი პატარა დასახლებაში, ბ.-ში განვითარგებულ ამბებს. პარიზში სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ქალი ბ.-ში ბრუნდება, რომელიც აღარ ჰგავს იმ იდილიურ ადგილს, სადაც ის ბავშვობაში არდადეგებს ატარებდა. მას უყვარს ბუნება, სოფლური ლანდშაფტი და ადგილობრივი ხალხის უბრალო ცხოვრება. მაგრამ ახლა ის იმას ხედავს, რასაც ადრე ვერ ამჩნევდა – სოციალურ უფსკრულს, უპერსპექტივობას და ყოფილი მეგობრების სასოწარკვეთას. უბედურება მოდის, როდესაც დრაკულას სახელით ცნობილი თავადის ვლად სარზე გამსმელის საფლავზე დასახიჩრებულ გვამს აღმოაჩენენ. რა უფრო საშინელია, რეალობა თუ გამონაგონი?
- I. ჯონი და მისი სიკვდილი
- II. მწყურვალი თხა
- III. შინ დაბრუნება, შიში
- IV. ვარდნა
- V. აკლდამა ბორცვზე
- VI. იქ ვიღაც არის
- VII. საძაგელი აღმოჩენა
- VIII. სარზე გასმული ტრაიან ფიფორის შესახებ
- IX. თავადის საფლავი
- X. დრაკულას შესვლა ბ.-ში
- XI. მოუთოკავი სწრაფვა სიკვდილისკენ
- XII. ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ
- XIII. ზემოდან
- XIV. Ordo Draconis
- XV. დრაკულა სარზე გამსმელი
- XVI. ღამეული თავდასხმა
- XVII. Ex ossibus ultor
- XVIII. ალაჰ, შეეწიე!
- XIX. მკვდარი ქალი ტყეში
- XX. ულმობელი თავადის, ვლად სარზე გამსმელის, პორტრეტი
- XXI. ატას სიკვდილით დასჯა
- XXII. მოჩვენება ბილიკზე
- XXIII. მართალთა საუკუნო შურისძიება
- XXIV. მხსნელი სინათლე