კალათა

დეტალურად

წინასწარმეტყველის უკანასკნელი ხუთი დღე

თაჰსინ იუჯელი

გამომცემლობა აგორა

მთარგმნელი როზა ოდიშვილი

რომანი

თაჰსინ იუჯელი (1933-2016) თურქი მწერალია. დაამთავრა ფრანგული ლიტერატურისა და სემიოტიკის ფაკულტეტი სტამბულის უნივერსიტეტში და ამავე უნივერსიტეტში ასწავლიდა პენსიაში გასვლამდე. მას გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ბერნანოსისა და ბალზაკის შესახებ და არის ფრანგული ლიტერატურის სახელგანთქმული მთარგმნელი. მან თურქულად თარგმნა გუსტავ ფლობერის, მარსელ პრუსტის, ანდრე ჟიდის, ალბერ კამიუს, მიშელ ტურნიეს, როლან ბარტის, ანდრე მალროს, რემონ კემოს, პასკალ კინიარის ნაწარმოებები. 2005 წელს თაჰსინ იუჯელს მიენიჭა სორბონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. მიღებული აქვს საიტ ფაიკის სახელობის პრემია, თურქული ენის ინსტიტუტის პრემია, წლის წიგნის პრემია, ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის პრემია, ლიტერატურულ თარგმანში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის პრემია, სედათ სიმავის ლიტერატურული პრემია, ლიტერატურული პრემია ბალკანიკა და სხვ. თაჰსინ იუჯელის კალამს ეკუთვნის ათამდე რომანი და ესეების კრებული. გამომცემლობა აგორამ რამდენიმე წლის წინ ქართულ ენაზე გამოსცა მისი გახმაურებული რომანი „ვათანდაში“. ამჯერად მკითხველებს ვთავაზობთ რომანს „წინასწარმეტყველის უკანასკნელი ხუთი დღე“. მასში მოთხრობილია რევოლუციონერი პოეტის, მეტსახელად „წინასწარმეტყველის“ ამბავი, რომლის საშუალებითაც ავტორი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ურბანული თურქეთის კალეიდოსკოპს გვიჩვენებს. ამ რომანისთვის 1993 წელს თაჰსინ იუჯელს მიენიჭა ორჰან ქემალის პრემია.
  • აუცილებელი წინასიტყვაობა
  • პირველი ნაწილი. წინასწარმეტყველის ცხოვრების მოკლე ამბავი
  • მეორე ნაწილი. წინასწარმეტყველის უკანასკნელი ხუთი დღე
  • დამატება