ბესო სოლომანაშვილის რომანი „ლუმპენ მილენიუმი (სიმულაკრები ისტორიებისა, ისტორიები სიმულაკრებისა)” საგაა იმ ოჯახებისა, რომელთა წევრების უმეტესობაც ბოლშევიკებმა ამოწყვიტეს 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მათ სახლებში კი სხვა ოჯახები ჩაასახლეს საოკუპაციო რეჟიმის წინაშე „დამსახურების” სანაცვლოდ. ხარჯახიშვილების ძირძველი ოჯახიდან რეპრესიებს ეწირებიან იმჟამინდელი თავკაცი, ქაიხოსრო მცირე ხარჯახიშვილი და მისი უფროსი ვაჟები. ოჯახის დარჩენილი წევრები კი გადარჩენას ცდილობენ. ადამიანური ურთიერთობების ფონზე ჩანს საბჭოთა სისტემის მთელი საშინელება და ის დროდადრო გროტესკული აბსურდის სახეს იძენს. ეს მემკვიდრეობა დღემდე მოგვყვება. საქართველოს ტერიტორიებისა და ქართველთა ტვინების უზურპაციის 250-წლიანი უწყვეტი ისტორია ამ წუთებშიც გრძელდება. ამიტომაც წიგნი ადამიანების გაბრიყვების ამბავი უფროა, ვიდრე ისტორიული რომანი. ის ბოლო ასწლეულის ხელახლა გააზრების მცდელობაა და დროდადრო ათასწლეულსაც გადასწვდება. „ლუმპენ მილენიუმი” მეორე წიგნია ტრილოგიისა, რომელიც დაიწყო რომანით „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა”.
- 1. ყვავი, მიხეილის ჰოსპიტლის ზახირა და ჰაჯიიბ იბნ აბულ აზრაკის შავი ქვა
- 2. შვილები, რომლებიც გაგიჩენია და ტყვიათა ცოდვის ტირილი
- 3. ქაიხოსრო მცირე შვილის... ან შვილების... დაკრძალვას ელოდა და მერე...
- 4. ეპოვათ თავი
- 5. იმ დროს, როდესაც დედას ეძინა
- 6. როცა ათი წლისას გათხოვებენ, გინდაც იმპერატორის შვილი იყო
- 7. ეეჰ! ბიზანტია...
- 8. გველივით სრიალა ფორმალინის სუნი
- 9. ეეჰ! ბიზანტია... გზა
- 10. ასმათი და ქაიხოსრო მცირე – ისე, როგორც საუკუნეების წინ
- 11. დიდი გაქცევა და შეყვარებული კათოლიკოს-პატრიარქი
- 12. ასმათი და ქაიხოსრო მცირე – სიყვარულის ვნებანი
- 13. ბატონიშვილი პაატა, ბატონიშვილი ლევანი და „ტრახტატი“
- 14. ასმათი და ქაიხოსრო მცირე – ბედნიერება
- 15. როცა ყველაფერს სხვას აბრალებ და ამ დროს თვითონ ხარ მეფე, ანუ დაღლილი მეფის ვნებანი
- 16. ავ-ზაალი
- 17. ფედია-ფიოდორ როსიანინი, იგივე მამა თეოფილაქტე, იგივე...
- 18. სალონი, სადაც...
- 19. და იზრდებოდა პატარა ფედია, როგორც როსიანინი, სისხლით ვოლნოვსკი, ვარვარა დოლბოროგოვადან გამომძვრალი
- 20. ...და ნაფლეთები კვიპაროსის ტოტებზე
- 21. ალექსანდრე I-ის თავშესაქცევი საუბრები ცარსკოე-სელოში
- 22. ის, რაც ქალაქს არ უნდა დავიწყებოდა, მაგრამ დაავიწყდა
- 23. ფიოდორ როსიანინის მყრალი დასასრულის დიდებული დასაწყისი
- 24. პროცესია
- 25. ეგზარქოსთა კავკასია და ჩინური ჩაი, მართლმადიდებელთა იარაღი
- 26. მსოფლიო მისია
- 27. აღარაფერიც არ მოხდება... აღარაფერიც. ყველაფერი უკვე მოხდა. 1921 წლის 28 თებერვალი იდგა თბილისში
- 28. „გაეტრიე-მოეტრიე“ და ხვლიკისტვინა
- 29. აღა ხარჯახ ავ-ზაჰრიშ
- 30. ავ-ზაალ ხარჯახიშვილი და სომეხი დიდვაჭარი
- 31. პირველი ნაბიჯი „გრუზინთა“ მიწაზე
- 32. მონტე-სენ-კლერთა გასაღებები ნომრებით 15563485 და 15563486
- 33. „რუს ჩინოვნიკებს ტყუილები ტრაკიდანაც კი გასდით...“
- 34. ოქტომბერში თბილისში თბილი ამინდები იცის
- 35. ერთხელ, ეკატერინეს მამის სტუმრობისას
- 36. ბუდუ ბერიაც მოვიდა
- 37. სეხნია
- 38. ემსააჩი!
- 39. სიძე
- 40. ეს ომია, ქალბატონო...
- 41. მოსაწყენად გაწელილი დღეები
- 42. ლურჯწვერა
- 43. მუშტის კრივი
- 44. ბეჭდის ეფექტი
- 45. ის 1832
- 46. და დაეკარგა ენები ქალაქს
- 47. ალექსანდრეები, ნიკოლოზები და ორი დამბაჩა
- 48. ტარიელი, მოსე, ჩაჩოქილი ბიჭი და Joëlle-Pierre
- 49. რას არ მოჰყვები, როცა სინდისი გქენჯნის-1
- 50. მამა-შვილი ნახირიშვილების ბედისწერა
- 51. სულ ორი წელი დაკაცებამდე
- 52. რას არ მოჰყვები, როცა სინდისი გქენჯნის-2
- 53. მამა-შვილი ნახირიშვილების ბედისწერა
- 54. ანეტა კარაულოვას ერთადერთი სიყვარული
- 55. კირილე-კირიონ-ბენო-ბენიამინ ზაქარია
- 56. რას არ მოჰყვები, როცა სინდისი გქენჯნის-3
- 57. Völkische Beobachter, Der Angriff და ფოტოკამერა „Schatz Foto“
- 58. ტაბახმელამდე
- 59. ტაბახმელა
- 60. P.S. დაღლილი იმპერატორი