რა დარჩენია მწერალს, როცა მას ომი გაიტაცებს სამუშაო კაბინეტიდან, კომპიუტერის და მყარი დისკის გარეშე, ჰაერში გამოკიდებს, უცხო ქვეყანაში – „არსაით“ – ცასა და დედამიწას შორის და ლოდინის რეჟიმში მოაქცევს?.. მეხსიერება. ენა. ჯერაც უთქმელი ამბების მარაგი. თავის ახალ ესეიში, ევროპელი მკითხველისთვის რომ დაიწერა, ოქსანა ზაბუჟკო რუსეთ-უკრაინის დღევანდელი ომის სათავეებს დროის ორ განზომილებაში განიხილავს –ოცდაათწლიანსა და სამასწლიანში, რომლებსაც ენაცვლება პირადი მოგონებები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია უთვალავი ადამიანის ნებას, შეცვალოს ისტორიის მსვლელობა.
- ხარკი საქართველოს
- წინასიტყვაობის ნაცვლად: ქალი ჩემოდნით
- ამბავი პირველი – ოცდაათწლიანი
- მაიდანი – 2014, ანუ წაგებული ბლიცკრიგი
- ამბავი ცივი ომისა, რომელიც არასდროს შეწყვეტილა
- „სასწაული დნიპროზე“
- ამბავი მეორე – სამასწლიანი, დასასრულის წინათგრძნობა
- მადლობის სიტყვა
- სქოლიო