მწერალი ამ წიგნში გვიყვება საქართველოდან შორს, სამშვიდობო მისიით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ყოფნის დღეებზე, პირად გამოცდილებაზე, სირთულეებზე, საკუთარ და სხვა ჯარისკაცების ტრანსფორმაციაზე მძიმე, დამღლელი, გამოწვევებით სავსე, ზოგჯერ ტრაგიკული მოვლენების კვალდაკვალ. ისტორიებს, რომელთა ათვლაც 2015 წლის გაზაფხულიდან იწყება, როცა ავტორი „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში ავღანეთში ჩავიდა, „რამშტაინის“ ავიაბაზაზე ნაყიდი მწვანეყდიანი წიგნაკი კრავს. ადამიანურ ამბებთან ერთად, დღიური გვთავაზობს ექსკურსს რესპუბლიკაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებების, სამოქალაქო ომის შესახებ, ადგილობრივი მოსახლეობის სისხლითა და ტანჯვით სავსე ცხოვრებაზე. სიღარიბე, ქრთამი, ახალგაზრდების გატაცება მათი გადაბირების და თვითმკვლელ შაჰიდად მომზადების მიზნით „დიდი იდეებისთვის“, მითები, რეალობა, ამ ყველაფერთან ერთად კი, ქართული ბატალიონის წვლილი მშვიდობის დასამყარებლად, წიგნის მთავარი ქვაკუთხედია. პარალელურად, მწერალი საკმაოდ გულწრფელად გვიყვება საკუთარ განცდებზეც, სამშობლოდან შორს მყოფი ადამიანის გაუფილტრავ ემოციებსა და ჯარისკაცების ცოლების სიძლიერეზე, ქმრებისგან დამოუკიდებლად რომ უწევთ საოჯახო საქმეების გაძღოლა. ავტორისგან მივიწყებული „სხვა ავღანური დღიური“, საქართველოში დაბრუნებიდან ექვსი წელი თაროზე იდო, მკითხველის მოლოდინში, სანამ 2021 წლის ავღანეთის მოვლენებმა მოგონებები არ გააცოცხლა და მწვანეყდიან წიგნაკს რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ სახლის სარდაფში, ძველი ჩანთის ჯიბეში არ მიაგნო.
- შესავალი
- 15 აპრილი
- 16 აპრილი
- 17 აპრილი
- 18 აპრილი
- 20 აპრილი
- 22 აპრილი
- 24 აპრილი
- 26 აპრილი
- 28 აპრილი
- 29 აპრილი
- 1 მაისი
- 2 მაისი
- 5 მაისი
- 6 მაისი
- 8 მაისი
- 15 მაისი
- 16 მაისი
- 18 მაისი
- 19 მაისი
- 20 მაისი
- 21 მაისი
- 24 მაისი
- 27 მაისი
- 29 მაისი
- 30 მაისი
- 1 ივნისი
- 3 ივნისი
- 5 ივნისი
- 6 ივნისი
- 15 ივნისი
- 18 ივნისი
- 25 ივნისი
- 4 ივლისი
- 5 ივლისი
- 6 ივლისი
- 7 ივლისი
- 9 ივლისი
- 27 ივლისი
- 28 ივლისი
- 2 აგვისტო
- 3 აგვისტო
- 5 აგვისტო
- 7 აგვისტო
- 14 აგვისტო
- 17 აგვისტო
- 19 აგვისტო
- 24 აგვისტო
- 25 აგვისტო
- 27 აგვისტო
- 2 სექტემბერი
- 8 სექტემბერი
- 12 სექტემბერი
- 15 სექტემბერი
- 16 სექტემბერი
- 25 სექტემბერი
- 28 სექტემბერი
- 1 ოქტომბერი
- 10 ოქტომბერი
- ბოლოთქმა