მარკ ტვენის ფსევდონიმით საყოველთაოდ ცნობილი მწერალი სამუელ კლემენსი დაიბადა მისურის შტატის პატარა სოფელ ფლორიდაში 1835 წლის 30 ნოემბერს, ბავშვობაში მშობლები საცხოვრებლად მდინარე მისისიპის ნაპირას დაბა ჰანიბალში გადავიდნენ, სადაც ბევრი ზანგი ცხოვრობდა, ისინი სამხრეთის ბამბის პლანტაციებში მუშაობდნენ, მარკ ტვენი თავის „ავტობიოგრაფია“-ში იგონებს ზანგებთან დაკავშირებულ ტრაგიკულ და სამარცხვინო ამბებს. ქართველი მკითხველი მარკ ტვენს იცნობს მისი სათავგადასავლო მოთხრობებით: „ტომ სოიერის თავგადასავალი“, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“, „უფლისწული და მათხოვარი“. წარმოდგენილი სათავგადასავლო რომანი „კონექტიკუტელი იანკი ართურ მეფის კარზე“ პირველი თარგმანია ქართულ ენაზე. ჰარტფორდის რიგითი მცხოვრები, კონექტიკუტის შტატის ერთ-ერთი ქარხნის ოსტატი, ადამიანი შეარაღებული მე-19 საუკუნის ცივილიზაციის ყოველგვარი ატრიბუტებით, ნამდვილი იანკი, მეფე ართურის მითიურ შუასაუკუნეობრივ სახელმწიფოში ხვდება. იქ იგი მრავალ სისაძაგლეს აღმოაჩენს და ცდილობს მოსპოს ფეოდალური წესწყობილება, შეიტანოს ცივილიზაცია. ასეთი ამ ფანტასტიკური რომანის სიუჟეტური ქარგა.
- შესავალი
- ორიოდე განმარტება
- უცნობის ნაამბობი
- დაკარგული ქვეყნის ამბავი
- თავი 1. კამელოტი
- თავი 2. მეფე ართურის სასახლის კარი
- თავი 3. მრგვალი მაგიდის რაინდები
- თავი 4. სერ დაინადენ-მასხარა
- თავი 5. შთაგონება
- თავი 6. მზის დაბნელება
- თავი 7. მერლინის კოშკი
- თავი 8. ბოსი
- თავი 9. ტურნირი
- თავი 10. ცივილიზაციის პირველი ყლორტები
- თავი 11. იანკი თავგადასავლების ძიებაში
- თავი 12. ნელი წამება
- თავი 13. თავისუფალი ადამიანები
- თავი 14. თავი დაიცავი, ლორდო
- თავი 15. სენდის მოთხრობა
- თავი 16. მორგან ლე ფეი
- თავი 17. სამეფო ნადიმი
- თავი 18. დედოფლის საპყრობილეში
- თავი 19. მოხეტიალე რაინდობა – როგორც ხელობა
- თავი 20. კაციჭამიას ციხესიმაგრე
- თავი 21. მომლოცველები
- თავი 22. წმინდა წყარო
- თავი 23. წყაროს აღდგენა
- თავი 24. მეტოქე ჯადოქარი
- თავი 25. საკონკურსო გამოცდა
- თავი 26. პირველი გაზეთი
- თავი 27. იანკი და მეფე ინკოგნიტოდ მოგზაურობენ
- თავი 28. მეფის წვრთნა
- თავი 29. ჩუტყვავილა
- თავი 30. კარ-მიდამოს ტრაგედია
- თავი 31. მარკო
- თავი 32. დაულის შერცხვენა
- თავი 33. მეექვსე საუკუნის პოლიტიკური ეკონომია
- თავი 34. იანკის და მეფეს მონებად ყიდიან
- თავი 35. სამწუხარო ინციდენტი
- თავი 36. შეხვედრა წყვდიადში
- თავი 37. საშინელი მდგომარეობა
- თავი 38. სერ ლანსელოტი და რაინდები დასახმარებლად მოდიან
- თავი 39. იანკის ბრძოლა რაინდებთან
- თავი 40. სამი დღის შემდეგ
- თავი 41. განკვეთა
- თავი 42. ომი
- თავი 43. ქვიშის ქამრის ბრძოლა
- თავი 44. კლარენსის პოსტკრიპტუმი
- ავტორის ბოლო პოსტკრიპტუმი
- სქოლიო