კალათა

დეტალურად

სიმართლე ჯერ ყოველთვის საამო არ არის, მაგრამ მაინც ყველაზე უკეთესია. ეს თითქოსდა ბანალური ფრაზა სულ სხვაგვარად ელვარდება, როდესაც გამოხატავს ეთიკურ მრწამსს ისეთი მწერლისა, რომელიც მართლისმთქმელობითაც გამოირჩევა და უამრავ უსიამოვნებასაც გადაჰყრია თავისი წრფელი, ტკივილიანი და დაურიდებელი სიტყვისათვის. არ იკმარებდა უილიამ თეკერეი სნობთა მრავალფეროვანი გალერეის წარმოსახვას თავის რომანებში, განსაკუთრებით მაინც განთქმული „ამაოების ბაზრის“ ფურცლებზე; და საგანგებოდ ჩაუჯდებოდა და ჩაუღრმავდებოდა სნობიზმის არსსა და მის სხვადასხვაგვარ გამოვლინებას ინგლისელი სნობების მაგალითზე – განაზოგადებდა, გაასიმბოლოებდა და განაცხადებდა და მთელი სიგრძე-სიგანითაც გამოხატავდა ამ მოვლენას „სნობების წიგნში“. თან თავსაც რომ არ დაზოგავდა? იმთავითვე აუწყებდა მკითხველს, რომ ამ ყოველივეს ერთი სნობთაგანი ჰყვებოდა, რითაც დაუბეჯითებდა, რომ სნობიზმის ბაცილა მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანის არსებაში ჩაბუდებულიყო და, თუ არ მოერეოდი, იქით მოგერეოდა და მთლად გაგასნობებდა...
  • მთარგმნელებისგან
  • ინგლისელი სნობები
    • წინასწარი შენიშვნები
    • თავი I. ხალისით მისაღები სნობი
    • თავი II. სამეფო სნობი
    • თავი III. არისტოკრატიის გავლენა სნობებზე
    • თავი IV. „სამეფო კარის უწყებანი“ და მისი გავლენა სნობებზე
    • თავი V. რა ხიბლავთ სნობებს
    • თავი VI. ზიგიერთ პატივცემულ სნობზე
    • თავი VII. ზოგიერთ პატივცემულ სნობზე
    • თავი VIII. სიტის დიადი სნობები
    • თავი IX. ზოგ სამხედრო სნობზე
    • თავი X. სამხედრო სნობები
    • თავი XI. საეკლესიო სნობებზე
    • თავი XII. სასულიერო სნობებსა და სნობობაზე
    • თავი XIII. სასულიერო სნობებზე
    • თავი XIV. უნივერსიტეტელ სნობებზე
    • თავი XV. უნივერსიტეტელ სნობებზე
    • თავი XVI. ლიტერატორ სნობებზე
    • თავი XVII. ორიოდ სიტყვა ირლანდიელ სნობებზე
    • თავი XVIII. წვეულებათა გამმართავი სნობები
    • თავი XIX. სუფრისმშლელი სნობები
    • თავი XX. შემდგომი მიმოხილვა სუფრისმშლელი სნობებისა
    • თავი XXI. ზოგიერთი კონტინენტური სნობი
    • თავი XXII. კონტინენტური სნობების გაგრძელება
    • თავი XXIII. ინგლისელი სნობები კონტინენტზე
    • თავი XXIV. ზოგიერთი სოფლელი სნობი
    • თავი XXV. სტუმრად ზოგიერთ სოფლელ სნობთან
    • თავი XXVI. ზოგიერთი სოფლელი სნობი
    • თავი XXVII. სტუმრად ზოგიერთ სოფლელ სნობთან
    • თავი XXVIII. ზოგიერთ სოფლელ სნობზე
    • თავი XXIX. სტუმრად ზოგიერთ სოფლელ სნობთან
    • თავი XXX. ზოგიერთ სოფლელ სნობზე
    • თავი XXXI. სტუმრად ზოგიერთ სოფლელ სნობთან
    • თავი XXXII. სნობიუმ კრებსითუმ
    • თავი XXXIII. სნობები და ქორწინება
    • თავი XXXIV. სნობები და ქორწინება
    • თავი XXXV. სნობები და ქორწინება
    • თავი XXXVI. სნობები და ქორწინება
    • თვი XXXVII. კლუბსნობები
    • თავი XXXVIII. კლუბსნობები
    • თავი XXXIX. კლუბსნობები
    • თავი XL. კლუბსნობები
    • თავი XLI. კლუბსნობები
    • თავი XLII. კლუბსნობები
    • თავი XLIII. კლუბსნობები
    • თავი XLIV. კლუბსნობები
  • დანართი
    • თავი XVIII. ზოგიერთ პოლიტიკოს სნობზე
    • თავი XIX. ვიგ სნობებზე
    • თავი XX. კონსერვატორ ანუ სოფლის პარტიის სნობებზე
    • თავი XXI. არსებობენ კი ვიგი სნობები?
    • თავი XXII. სამოქალაქო სნობები
    • თავი XXIII. რადიკალ სნობებზე
    • თავი XVII. ლიტერატურულ სნობებზე წერილში „ერთი მათგანის“ მიერ მრ. სმიტისადმი, დაქირავებული მჯღაბნელისადმი
    • თავი უკანასკნელი
  • სქოლიო