კალათა

დეტალურად

წიგნის მიზანია ცნობიერების ამაღლება და ტრანსფორმაცია, რომელიც საშუალებას მისცემს მკითხველს გამოიყენოს საკუთარ თავზე მუშაობის ინსტრუმენტად, რათა უკეთ შეიცნოს საკუთარი თავი და გააცნობიეროს, რომ ყველაფერი ჩვენშია და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. წიგნში განხილულია კვანტური/ენერგო-ინფორმაციული ველის შესახებ ინფორმაცია, ენერგიის არსი და მნიშვნელობა, ჩაკრალური სისტემა, ცნობიერის და ქვეცნობიერის არსი, იერარქიის კანონი, ბალანსის კანონი და ცხოვრების ოთხი მთავარი სფერო, დესტრუქციული პროგრამების, აზრების და ემოციების გავლენა ადამიანზე და სხვა. წიგნის ბოლო ნაწილში, აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს მთავარ სათქმელზე, რომელსაც ვუწოდეთ გზა ტრანსფორმაციამდე. ჩვენი მიზანია, მკითხველს შევახსენოთ, რომ ბედნიერების, წარმატების, სიხარულის, ჰარმონიის სათავე ჩვენი „შინაგანი მე“ და განვლილი ცხოვრებაა. არსად არ უნდა ვეძებდეთ იმას, რაც უკვე ჩვენშია. ადამიანები არ ვცხოვრობთ სხვისი წესებით და სხვისი დაწერილი აზრების გათვალისწინებით, ჩვენ ვივითარებთ შინაგან ხედვას, ვითავისუფლებთ გზას შინაგან სამყარომდე, სადაც ყველაფერია, რაც კი ოდესმე წარმოსახვაში, ფიქრებსა და ოცნებებში გვქონია.
  • შესავალი
  • ავტორების წინასიტყვაობა
  • I თავი კვანტური/ენერგო-ინფორმაციული ველი
    • 1.1. კვანტური სამყარო
    • 1.2. კვანტური ინფორმაცია და მისი გავლენა სამყაროზე
    • 1.3. კვანტური ფსიქოლოგიის მიმოხილვა
  • II თავი ცნობიერის, ქვეცნობიერის არსი და მნიშვნელობა
    • 2.1. ცნობიერება ცვლის ყოფიერებას
    • 2.2. ქვეცნობიერი, როგორც კავშირი მატერიასა და გონებას შორის
  • III თავი ენერგიის არსი და მნიშვნელობა
    • 3.1. ენერგიების მიმოხილვა
    • 3.2. ფულის ენერგია
    • 3.3. ქალის და მამაკაცის ენერგიები
    • 3.4. სიხშირე და ვიბრაცია
    • 3.5. ჩაკრების როლი და მნიშვნელობა
    • 3.6. სულიერი ენერგიის განვითარება სულის ევოლუცია
  • IV თავი იერარქიის კანონი
    • 4.1. სისტემური განლაგების მიმოხილვა
    • 4.2. იერარქიის სქემის მიმოხილვა
    • 4.3. საგვარეულო ენერგიები
    • 4.4. დედის და მამის იერარქიის დამუშავება
    • 4.4.1. ბედნიერი ოჯახის საიდუმლო მატერიალურ სამყაროში
  • V თავი - ბალანსის კანონი და ცხოვრების ოთხი მთავარი სფერო
    • 5.1. მიღება-გაცემის მნიშვნელობა
    • 5.2. ცხოვრების ოთხი მთავარი სფერო
  • VI თავი - დესტრუქციული პროგრამების გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე
    • 6.1. ლოიალობა
    • 6.2. მსხვერპლის როლი და დამკვირვებლის როლი
    • 6.3. დანაშაულის შეგრძნება
    • 6.4. წყენა და პრეტენზია
    • 6.5. საკუთარი თავის მიუღებლობა
  • VII თავი აზრებისა და ემოციების გავლენა ადამიანზე
    • 7.1. აზრების ძალა
    • 7.2. ემოციების მართვა
    • 7.3. ემოციების დაბლოკვა და მათი დამუშავება
  • VIII თავი გზა ტრანსფორმაციამდე
    • 8.1. ტკივილი წარმატების საწინდარი
    • 8.1.1. საკუთარი თავის შეცნობა
    • 8.1.2. საკუთარი თავის უპირობო სიყვარული
    • 8.1.3. შიში გზა უპირობო სიყვარულამდე
    • 8.2. დაბრუნება ნამდვილ მესთან
    • 8.2.1. ინერციით ცხოვრება
    • 8.2.2. მატერიაში დაკარგული
    • 8.3. ცნობიერების შეცვლა
  • ბოლოსიტყვაობა
  • სქოლიო