„არავის დაუჯეროთ, თუ გეტყვიან, რომ სიყვარული არ სურთ. ეს დროებითია. როგორი იდეალური ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, მოდის ცხოვრებაში ეტაპი, როდესაც აცნობიერებს, რომ არაფერი არ გააჩნია, რადგან არ გააჩნია სიყვარული; არ ჰყავს ადამიანი, ვისაც კარგ დღეს უსურვებს, დილით მისი კოცნა გააღვიძებს. ჩვენ ყოველთვის გვჭირდება ვინმე, ვისზეც ვიზრუნებთ, არა იმიტომ, რომ მას სჭირდება ეს... ვინც გიყვარს, მასზე ზრუნვით ბედნიერდები. ავტორმა სხვა ადამიანების გრძნობათა პალიტრის მართვა ამჯერად ადამია ნის სახიერებით მოვლენილ ღმრთიულ ჯადოქრებს (სულებს) მიანდო და გადაუმისამართა. ისინი ამ გრძნობის გამღვიძებლები არიან – ისინი ეძებენ, პოულობენ, ცდილობენ იდეალური წყვილები შეახვედრონ და მათი გულები ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირონ.“
- პროლოგი
- ნაწილი I. ჩანაცვლება
- ნაწილი II. გამოთხოვება
- ნაწილი III. ფერისცვალება
- დასასრული