კალათა

დეტალურად

„ქარი, ამწევი ფარდის“ ზაირა არსენიშვილის მოთხრობების კრებულია. მასში თავმოყრილია ყველაფერი, რასაც ავტორი განიცდიდა თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე. ის თვითმხილველთა მონათხრობს იწერდა. ზოგჯერ თვითონ იყო ამა თუ იმ ამბის შემსწრე. შემდეგ მათ მხატვრულ სახეს აძლევდა და მოთხრობებად აქცევდა. ამ მოთხრობებში ისმის გამოძახილი გლობალური ისტორიული მოვლენებისა. ეს ამბები საქართველოს ქალაქებსა თუ სოფლებსაც სწვდებოდა. წიგნში ნაჩვენებია მეოცე საუკუნის რუსეთში ბოლშევიკების გამარჯვების შედეგები. გაიელვებს რევოლუციის შემდგომი მოვლენები, უმძიმესი 30-იანი წლები. აღწერილია მეორე მსოფლიო ომი და ხალხის ცხოვრება ომის შემდეგ. ამ ამბების მთავარი გმირები არიან ადამიანები, თავიანთი დადებითი თუ უარყოფითი თვისებებით. აქ მონაცვლეობს ღრმა ადამიანური სევდა და ხალასი იუმორი. ყოველივე ეს დაწერილია ზაირა არსენიშვილისთვის დამახასიათებელი არაჩვეულებრივი მდიდარი ქართული ენით.
  • შაჰაბაზა
  • საკირეებთან
  • ქარი, ამწევი ფარდის
  • როცა მძვინვარებს შიში და ძრწოლა
  • კენჭები
    • საბჭოთა დროის პარადოქსები
    • შიშს დიდი თვალები აქვს
    • შლაპა
    • პატიმარიც აღარ მერქმევაო
    • ჩესეირი
    • შიში მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო
    • ერთხელ ასეც მოხდა
    • უპლოტნენიე
    • ვრიდლო
    • ამყოლს აჰყევი და ჩამყოლს ჩაჰყევი
    • შეხვედრა ძია სტალინთან
    • სტალინის სიკვდილის დროს
    • ყოჩაღი ბიჭუნა
    • შურისძიება
  • ერთგული პიღასი
  • ქმნა მართლისა სამართლისა
  • ბაბუცას ნაამბობი
  • სიყვარულო, ძალსა შენსა
  • მოგონებანი გარდასულ დღეთა
  • ნუციას სიხარული
  • არ სიძვისა დასადარი
  • პური ჩვენი არსობისა
  • არა კაც ჰკლა?
  • იდეური კომკავშირელი
  • სამთა კავშირი