კალათა

დეტალურად

კარტი თამაშის ბოლომდე არ იყრება

რეზო თაბუკაშვილი

გამომცემლობა პალიტრა L

რომანი

სერია იკითხე ქართული

„ორმოცდაათ წელს გადაცილებულ გოგიას ბევრი მზე უნახავს. კარგიც მრავალი გადახდენია და მძიმედ მოსაგონარიც. ყველაფერი იყო - ასეთიც, ისეთიც, ბედნიერებით გაჩახჩახებული ბავშვობაც და სტუდენტობის წლებში ქეიფ-ქეიფ ხეტიალიც, ომიც და მშვიდობაც, ბზარებიანი და მოწყენილი, გაძნელებული ყოველდღიურობაც... გრძლად გაწელილმა დრომ და ჟამმა, თავისას რომ შვრება აჩქარებით, ძველი თამაშის წესებს რომ სპობს და ახალი ვერ გამოუძერწავს, ნაპრალებად დაუხეთქა სული. დაუკითხავად აკითხავს ცოცხალიც და მკვდარიც. ბევრი ნახა, ვინც გზაში მოიწყინა, ბოლოს არ დაელოდა და ჩაიხსნა თოკი „კარაბინიდან“, ერთხელ თვითონაც წაუცდა ხელი, მაგრამ პირველად უღალატა იარაღმა. საკუთარი აწვალებს გოგიას, ყოველ დილას წარსულის დაბრედვა უწევს მომავალზე ალესილი დანით, ახალ მუღამებს ეძებს ძველის დახმარებით. „მოულოდნელი ბედნიერების“ მოლოდინის სურნელი ახსოვს და გული მიუწევს ახლის საძებნელად... „რომელიც კაი ძველია, მაგრამ მუდამ საპოვნელად დამძახებელი“, ოღონდ ვერც ადრინდელი „კარგად მობერილი განწყობილებები“ და თითქმის ოცდაათი წელი ერთად ნაცხოვრები თავისი ქეთო ეთმობა, შვილების წინაშეც დანაშაულს გრძნობს... გამჩენი რომ არ ასვენებს, ის კაცია გოგია, ან თვითონ რომ ვერ ისვენებს, მაგრამ კარგი კაცია, ჩვენსას ამბობს, ჩვენსას გრძნობს, ამ ქვეყნისას, ამ ქალაქისას. იმ პლედში გახვეულმა უსახლკარო ქალმაც იცის, გოგია რომ კარგია. იმან კიდევ ბევრი რამე იცის, დაეჯერება. ორმოცდაათ წელს გადაცილებულ გოგიას ბევრი მზე უნახავს. კარგიც მრავალი გადახდენია და მძიმედ მოსაგონარიც. ყველაფერი იყო - ასეთიც, ისეთიც, ბედნიერებით გაჩახჩახებული ბავშვობაც და სტუდენტობის წლებში ქეიფ-ქეიფ ხეტიალიც, ომიც და მშვიდობაც, ბზარებიანი და მოწყენილი, გაძნელებული ყოველდღიურობაც... გრძლად გაწელილმა დრომ და ჟამმა, თავისას რომ შვრება აჩქარებით, ძველი თამაშის წესებს რომ სპობს და ახალი ვერ გამოუძერწავს, ნაპრალებად დაუხეთქა სული. დაუკითხავად აკითხავს ცოცხალიც და მკვდარიც. ბევრი ნახა, ვინც გზაში მოიწყინა, ბოლოს არ დაელოდა და ჩაიხსნა თოკი „კარაბინიდან“, ერთხელ თვითონაც წაუცდა ხელი, მაგრამ პირველად უღალატა იარაღმა. საკუთარი აწვალებს გოგიას, ყოველ დილას წარსულის დაბრედვა უწევს მომავალზე ალესილი დანით, ახალ მუღამებს ეძებს ძველის დახმარებით. „მოულოდნელი ბედნიერების“ მოლოდინის სურნელი ახსოვს და გული მიუწევს ახლის საძებნელად... „რომელიც კაი ძველია, მაგრამ მუდამ საპოვნელად დამძახებელი“, ოღონდ ვერც ადრინდელი „კარგად მობერილი განწყობილებები“ და თითქმის ოცდაათი წელი ერთად ნაცხოვრები თავისი ქეთო ეთმობა, შვილების წინაშეც დანაშაულს გრძნობს... გამჩენი რომ არ ასვენებს, ის კაცია გოგია, ან თვითონ რომ ვერ ისვენებს, მაგრამ კარგი კაცია, ჩვენსას ამბობს, ჩვენსას გრძნობს, ამ ქვეყნისას, ამ ქალაქისას. იმ პლედში გახვეულმა უსახლკარო ქალმაც იცის, გოგია რომ კარგია. იმან კიდევ ბევრი რამე იცის, დაეჯერება.“
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *