დიეტომანია თითოეული ჩვენგანის გონებაში მტკიცედ არის ჩაბეჭდილი და გვიწამლავს სიცოცხლის სიხარულს. ყველა ჩაგვჩიჩინებს, რომ საკმარისია ბევრი მოძრაობა და ნაკლები ჭამა, მაგრამ მაინც ვერ ვაღწევთ სასურველ შედეგს. დიეტები არ მუშაობს – ეს შესანიშნავად იცით, მაგრამ მაინც იცავთ. ამის ნაცვლად იხელმძღვანელეთ წიგნით „იშიმშილე, ჭამე, გაიმეორე“, რომლის ავტორმა, ჯინ სტივენსმა, რომელმაც 36 კილოგრამი დაიკლო და ეს წონა შეინარჩუნა, შექმნა ინტერვალური შიმშილის სისტემის შემსწავლელი წარმატებული ინტერნეტსაზოგადოება, რომელიც ასიათასობით წევრს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან. წიგნი „იშიმშილე, ჭამე, გაიმეორე“ ყველა შეკითხვაზე გაგცემთ პასუხს! ისწავლით, როგორ მოარგოთ ინტერვალური შიმშილის სისტემა თქვენი ცხოვრების სტილს; როგორც კი ცხიმების დამწველი სუპერძალის ამოქმედებას შეძლებთ, სამუდამოდ გათავისუფლდებით დიეტომანიისგან; მიხვდებით, რომ ინტერვალური შიმშილი დიეტა კი არა, ცხოვრების წესია. წიგნი „იშიმშილე, ჭამე, გაიმეორე“ განკუთვნილია ყველასთვის! ახალბედებისთვის შედგენილია 28-დღიანი ფასტ-სტარტი. ვინც ამ პრაქტიკას დიდი ხანია მისდევთ, გაეცნობით უახლეს სამეცნიერო კვლევებს ამ თემაზე და მეტ გამოცდილებას შეიძენთ.
- წინასიტყვაობა
- ამიერიდან ასე იცხოვრეთ!
- შესავალი: სევდიანი სიმართლე დიეტების შესახებ
- ნაწილი I. იშიმშილე!
- 1. აამოქმედეთ ცხიმების დამწველი სუპერძალა!
- 2. ინტერვალური შიმშილი: გამოჯანმრთელება წონის დაკლების თანაეფექტით
- 3. ფასტინგი: გაახალგაზრდავების ნამდვილი წყარო!
- 4. სუფთა შიმშილი თავად სასწაულია! რატომ ვიცავთ სუფთა შიმშილს?
- 5. დაიცავით სისუფთავე! ისწავლეთ სუფთა შიმშილი!
- 6. დროში შეზღუდული ჭამა: „კვების ფანჯრის“ პრინციპი
- 7. დღეგამოშვებითი შიმშილის პროგრამები: დღეგამოშვებითი კვება
- 8. ინტერვალური შიმშილის ინსტრუმენტების ნაკრები
- 9. რას უნდა ერიდოთ: შიმშილის სახიფათო სიგნალები
- 10. ფასტ-სტარტი: პირველი 28 დღე
- 11. შეასწორეთ, რამდენჯერაც საჭიროა!
- ნაწილი II. ჭამე!
- 12. გადადეთ – არ აკრძალოთ!
- 13. როგორ დავაღწიოთ თავი „დიეტომანიას“?
- 14. ბიოლოგიური ინდივიდუალობა
- 15. კალორიების დასასრული
- 16. მადის კორექცია: რას ნიშნავს ჰორმონული ვუდუ?
- 17. მუხუდო თუ მარმელადი: რა მნიშვნელობა აქვს საკვების ხარისხს?
- ნაწილი III. გაიმეორე!
- 18. რა საჭიროა სასწორი? სახელმძღვანელო საკუთარ წინსვლაზე დასაკვირვებლად
- 19. ცხოვრების სტილი დიეტის წინააღმდეგ: არავითარი კალაპოტი
- 20. შეცვალეთ აზროვნების წესი!
- 21. იმოძრავეთ! სწრაფმოქმედი ფიტნესი
- 22. წონის კლების შეყოვნება ან შეჩერება. მოგვარებისა და შეგუების გზები
- 23. შენარჩუნება: ინტერვალური შიმშილის შედეგები
- 24. გამოცდილება თამამად გააზიარეთ!
- 25. „კარგი იქნებოდა, მცოდნოდა“
- ხშირად დასმული შეკითხვები
- რეკომენდებული ლიტერატურა
- გამოყენებული ლიტერატურა
- ხშირად დასმული შეკითხვები