კალათა

დეტალურად

როგორი იქნებოდა დეკარტი, ციფრულ პერსონაჟად რომ დაბადებულიყო? ვინ და როგორ იპარავს ვიდეოთამაშების პერსონაჟებს და რატომ არის შავ ბაზარზე ასეთი მოთხოვნა მათზე? შეიძლება თუ არა, რომ ერთხელაც სამყარო უბრალოდ გაითიშოს ტელევიზორივით? კიბერპანკ რომანი „სწრაფი, ღამისიერი“ ექსპერიმენტული პროზის ნიმუშია, რომელშიც მოვლენები ვითარდება მომავლის თბილისსა და ფაზისში. მწერალი, პოეტი, გეიმდიზაინერი და ბლოგერი ზურა ჯიშკარიანი დაიბადა სოხუმში 1985 წელს. იგი აწყობდა პერფორმანსებს, გამოფენებს, ქმნიდა ციფრულ ინტერაქტიულ საფლავებს. იგი ავტორია პირველი ქართული ჩეტბოტისა „კიბერგალაკტიონი“. გარდა ამისა, მას ეკუთვნის სტარტაპი, სადაც მუშაობენ ხელოვნურ ინტელექტზე. „სწრაფი, ღამისიერი“ ზურა ჯიშკარიანის რიგით მეორე რომანია. პირველმა რომანმა „საღეჭი განთიადები“ მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია წლის საუკეთესო რომანისათვის (2017) და ლიტერატურული პრემია „საბა“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო დებიუტი“(2018).
  • 00. აპლიკაცია
  • 01. მოვლენები, რომელთაც, შესაძლოა, დაგვაეჭვონ
  • 02. ედემის ბაღის ტუსაღი
  • 03. იუდა
  • 04. საქალაქთაშორისო ტაქსი
  • 05. იქ გუშინ ბღაოდნენ უფსკრულები
  • 06. უხუცესი დუმს ვარსკვლავებს
  • 07. მძინარე შიშინებს, მძინარე ხვნეშის, ანტენა უჭირავს ხელში
  • 08. ზიქურათები მარსზე
  • 09. რა მოხდება აპოკალიფსის მერე?
  • 10. სუპერგმირთა მოედანი
  • 11. ფაზისში მაშინაც წვიმდა, როცა აქ პირველი არგონავტები ჩამოვიდნენ
  • 12. გვიანი შემოდგომის ფოთლებივით
  • 13. ჩინური ოთახის არგუმენტი
  • 14. ღმერთის შესახებ დამტკიცება, რომ იგი არსებობს
  • 15. დიდი გეგმები
  • 16. დედლაინი
  • 17. კიარას გადატყორცნა
  • 18. ჩვენ ვმარხავთ მკვდარ სატელიტებს ედემის ბაღებში
  • 19. და თითქოს დაისის დათოვლილ ფიფქებში დათვივით ჩათვლიმა მზემ
  • 20. მე ამას კიარასთვის ვაკეთებ
  • 21. რენეს სტრატეგია
  • 22. Tikkkun
  • 23. „ვარსკვლავები კოშმარია, რომელიც არ მთავრდება“