კალათა

დეტალურად

თომას ბერნჰარდი, პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, 1931 წელს ჰოლანდიის ქალაქ ჰერლენში დაიბადა. აქ დედამისი მოახლედ მუშაობდა. ნახევარი წლის შემდეგ ოჯახი ვენაში გადავიდა საცხოვრებლად. ბერნჰარდმა მთელი ცხოვრება სწორედ ავსტრიაში გაატარა. იყო მუსიკოსი, დრამატურგი და რომანისტი. თომას ბერნჰარდის რომანის მთხრობელი „საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ვირტუოზი შემსრულებლის“, კანადელი პიანისტის გლენ გულდის შესახებ წერს თხზულებას, როდესაც ატყობინებენ, რომ მათმა საერთო მეგობარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გლენ გულდი, ვერთჰაიმერი და მთხრობელი ერთად სწავლობდნენ ჰოროვიცთან ზალცბურგის მოცარტეუმში. გულდის ზებუნებრივმა გენიამ განსაზღვრა დანარჩენი ორი მეგობრის მომავალი – პიანისტობას თავი დაანებეს და ერთი „მსოფლმხედველობრივ შემოქმედად“ ჩამოყალიბდა, მეორე კი ეგზისტენციალურმა დეპრესიამ მოიცვა. რაც უფრო მეტს ფიქრობს მთხრობელი გლენზე, მით უფრო ხვდება, რომ, სინამდვილეში, დაღმამავალი ვერთჰაიმერის ფენომენის კვლევა უფრო აინტერესებს.
  • * * *