ბესიკ ხარანაულის ახალი კრებული „ეჰ, ბესარიონ“ მისი შემოქმედებითი თვითმყოფადობის, მისი განსაკუთრებული და უნიკალური პოეტური ხელწერის კიდევ ერთი დადასტურებაა. ამ კრებულში თავმოყრილი ლექსები და პოემები იმ ჟანრს განეკუთვნება, რომელსაც თავად ბესიკ ხარანაულმა „პროზისა და პოეზიის პირშესაყარი“ უწოდა და რომელიც მხოლოდ მისი შემოქმედებითი ხელწერა, მისი ავტონომიური მხატვრული სივრცეა. წიგნში შესული ტექსტების უმრავლესობა პანდემიის პერიოდში დაიწერა. ის სიმძიმე, რაც დედამიწამ ამ თვეების განმავლობაში გამოიარა, მკაფიოდ ატყვია ამ პოეზიას, ასევე მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რასაც ავტორი იზოლაციის პირობებში აღმოჩენილ ადამიანს სთავაზობს. მით უფრო, თუ ამ იზოლაციას უფრო გლობალური ფილოსოფიური კუთხით გავიაზრებთ და მას არამხოლოდ პანდემიების, არამედ ზოგადად, ადამიანური ყოფის კრიზისადაც მივიჩნევთ. ბესიკ ხარანაულის ახალი კრებული „ეჰ, ბესარიონ“ სწორედ ამ კრიზისის კონტრაქციაა, იდეალისა და სინამდვილის პირშესაყარზე მიღებული პოეტური გამოცდილების ერთგვარი მანიფესტია, რომელიც ყველა დროში, ყველანაირი სირთულეების და ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობების არსებობის შემთხვევაშიც კი, მკითხველს / ადამიანს სთავაზობს ჭეშმარიტ პოეტურ ფიქრს – როგორც გამოსავალს, როგორც გზას, საკუთარი თავის და სამყაროს შემეცნებისკენ.
- მე კი – ქარისგან...
- ყრმაო...
- ერთხელ მე და დათო...
- არამხატვრული სივრცე, ღმერთო, რა მოსაწყენია
- ღმერთთან, ასაქცევი გზით
- მე რომ მოვკვდი, ყველა ქალი დაქვრივდა
- ლექსს – დამწერიც კი რად უნდა
- ყოველი ქალი
- ლექსი – ყველასი
- 365 წყენის დღე
- ეს წანწკატა ჩიტები
- * * * (არავინ არ მეკარება, სახლში მიზის ქალი მარტო)
- ჯინჭველების აღალი
- იყო და არა იყო რა, ცხოვრობდა ჩემში ჩიტი
- წვიმის წინ
- სანატრელი შენ კი არ იყავ, ცხოვრებავ
- ზოგი დღე
- * * * (შაშვო, ვინ გეკითხებოდა)
- * * * (შემხაროდნენ კაცუნები)
- ვარდის ძირში ვარდი გდია
- შიში კარგა ყოფნისა
- როგორ იწერება?
- * * * (რაც არავინ მითხრა)
- * * * (ყველაფერი ადვილია)
- რას დასტრიალებ, ყორანო, აემ ქვტკირის სახლსაო...
- ქალზე და ლექსზე...
- საიქიოდან გამოტანილი ლექსი
- სამი სიმღერა
- ვინ არის ეს ბიჭი
- * * * (გაზაფხული ვიყავ)
- * * * (მთვარევ მთვარევ წუთით დადექ)
- მე სიცოცხლე რისთვის მინდა
- * * * (რა კარგი იყო, რა მშვენიერი)
- * * * (სატრფოს ქორწილში ვიყავი)
- * * * (რამდენი ხანია, პოეტი არა ჰყოლიათ ადამიანებს)
- * * * (ყოფაში განსწავლულისთვის)
- დამაღამებინე, გამათენებინე!
- დაკრძალვა ქართული საკრავებით
- ასწავლე სიკვდილი
- ამისთვისა ხარ...
- სისხლიანი პალტო მეცვა წითელ პარასკევსა
- ახალწლისა...
- ლექსის ზნენი ამომაჩნდა, რომ ვიყავი თოთხმეტისო
- ადამიანი: ხომ არა ვარ მეც ისეთივე?
- პანდემიის დროის სიმღერები
- ძახილი ბორბალოს მთის კიბუჭებიდან
- რა ვქნათ, ამ ახალი კორონავირუსის სახადს როგორ დავუყვავოთ?
- დისტანცია
- 20. 04. 2020
- ნეტა ვიყო მე დასანიშნი
- გვარი და სახელი
- ოთხმოცი ათასი წელი
- პანდემიის დროის ფრაგმენტები
- ტკბილი ანალოგია
- გამოცხადების დღე: სამი აპრილი, ორი ათას ოცი წელი
- გახედეთ, ხალხო
- ხომ გეუბნებოდით
- კაცს მილიარდჯერ დაუთვლია, მაგრამ მუდამ გაწბილებულია
- საცალკაცო სასტუმროები
- ნანგრევებში მძოველი ძროხა
- ძნელი წარმოსადგენია
- უკეთესი დავიწყებულია
- ეს იყო ერთხელ და კიდევ იქნება
- დავფრინავ მე ჩემს მიწაზე
- ადამიანი ადამიანისთვის გახდა ვარდი მომწამვლელი
- წარსული ბოლოუწყვეტი ძაფია
- ჩვენი კაცი ნერვიულია...
- კაცი არ შეიგინებდა...
- აი, მესიტყვის ლოცვა
- მონატრება მელანქოლიისა
- უცნაური სახეობა წარსულისა
- როგორც ჭიაყელის თავზე ბარისპირი
- დამწვარი ლანდები
- რაღა შენთვის-არ, ბესარიონ!
- ეჰ, ბესარიონ
- დასასრული სიმღერა ქვრივი ქალბატონისა