კალათა

დეტალურად

ბესო ხვედელიძე (1972.18.12) პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ჰილერი, მოგზაურია. სხვადასხვა დროს (1990-2020) სწავლობდა ჟურნალისტიკის, ლიტერატურულ, კინო-სასცენარო და ალტერნატიული მედიცინის (შავი მაგია) ფაკულტეტებზე (თბილისსა და კატმანდუში). სამხედრო კორესპონდენტად მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. ცხრა წელი (1994-2003) მუშაობდა თბილისის FM-რადიოებში (რადიო 105; მწვანე ტალღა; რადიო 106) მუსიკალურ წამყვანად (DJ). მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები: „საბა“ (2003; 2012) „პენ-მარათონი“ (2002; 2005), „წერო“ (2007); „ლიტსახელები“ (2010), „წმინდა ნინოს ჯვარი (2011). მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, რუმინულ, ჩეხურ, პოლონურ, სლოვაკურ, უკრაინულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ლიტვურ, შვედურ, ირანულ, უზბეკურ ენებზე. ცნობილი ქართველი მწერალი ამჯერად დრამატურგიული კრებულით წარსდგება მკითხველის წინაშე. „ხიდჩატეხილობა“ ექვს სხვადასხვა დროს დაწერილ პიესას აერთიანებს, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც თემატურად და ჟანრულად, ასევე არსობრივადაც. თეატრალი საზოგადოება ამ წიგნში ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოაჩენს ეროვნულ-ისტორიულ აბსურდს, გროტესკულ შავ კომედიას, საახალწლო-ისტერიულ ფარსს, აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილ დრამას, ფსიქოდელიურ თრიპ-პიესას და ქართულ ჯგუფურ-შიზოიდურ ტრაგიკომედიას... მანკიერებები, რომლებშიც ბესო ხვედელიძე ქართულ საზოგადოებას ამხელს, მარადჟამ აქტუალურია. ოჯახური სოციალური კოლაფსი, გაუთავებელი ბულინგი, პოლინარკომანია, კონფორმიზმი, ფსიქიკური აშლილობანი, გენდერული დისბალანსი, იძულებითი პროსტიტუცია, თაობათა შორის მწვავე ბრძოლა, – ეს ის წამყვანი თემებია, რომლებიც ავტორმა თავის პიესებში წინ წამოსწია.
  • მელოტთათვის
  • ხიდჩატეხილობა
  • ნოეს კალათა
  • მარი ხუანით
  • სოუზაშვილების შეკრება
  • ორი მე