„ფუნდურა მხოლოდ ბინდში დაფრინავს“ მოგვითხრობს სამი მოზარდის ამბავს, რომლებიც უნებურად იდუმალი მოვლენების შუაგულში აღმოჩდებიან და მათ ახსნას ცდილობენ. შემთხვევათა ჯაჭვი მათ საოცარ აღმოჩენამდე მიიყვანს... მარია გრიპე (1923-2007) შვედი საბავშვო და საყმაწვილო მწერალია. სტოკჰოლმის უნივერსიტეტის დასრულებისთანავე გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე, სადაც მალევე დაიპყრო შვედი ბავშვების გულები, რადგან ახალი სიცოცხლე შესძინა შვედურ საბავშვო პროზას. იგი ორმოცამდე წიგნის ავტორია. მისი წიგნები თარგმნილია 30 ენაზე. მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია საბავშვო ფილმები, რომელთა სცენარებზეც იგი კინორეჟისორ კეი პოლაკთან (1938-) ერთად მუშაობდა; განხორციელებულია რადიოდადგმები, ტელესერიალები. მარია გრიპეს მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრემია, რომელთა შორისაა: 1974 წელს ჰანს ქრისტიან ანდერსონის მედალი საბავშვო ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის; 1979 წელს დობლუგის პრემია, რომელიც გადაეცემა შვედ და ნორვეგიელ მწერლებს საუკეთესო მხატვრული ნაწარმოებებისთვის; 1985 წელს სკანდინავიური საბავშვო წიგნის პრემია. 2005 წელს, მარია გრიპეს გამომცემელმა, ბონიერ კარლსენმა, დააარსა მარია გრიპეს სახელობის პრემია საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებისთვის, რომელიც გაიცემა ყოველ წელს.
- ცხოვრება შემთხვევათა ჯაჭვისგან შედგება
- ოცნება
- წყევლა
- ყვავილები
- მელოდია
- ჩურჩული
- კომპოზიცია
- სელანდერების კარ-მიდამო
- საზაფხულო ოთახი
- წერილები
- Selandria Egyptica
- ლურჯი პეჟო
- სახე ფანჯარაში
- ემილი და ანდრეასი
- დაუპატიჟებელი სტუმრები
- დიდი სამყარო და პატარა სამყარო
- აღიარება
- უფრო მძიმე საგანი
- მოვლენათა შუაგულში
- აღმოჩენა
- ქიში!
- სახრჩობელას გორა
- მისმინე, მისმინე ლურჯო ყვავილო...
- ფოტოსურათი
- პრესა ისევ უბერავს
- ხის თოჯინა
- ყალბი თუ ნამდვილი?
- ახალი კვალი
- ეპისკოპოსი
- ტყუპები ერთმანეთს ეძებენ
- ღამის თათბირი
- ამოსახსნელი ამოცანები
- აღმოჩენა
- სატელეფონო საუბარი
- იულია ი.-სონ ანდელიუსი