კალათა

დეტალურად

Toresa Mossy-ს ახალი, საყმაწვილო რომანი „ორდროშობანა“ ერთდროულად საინტერესო თავგადასავალიცაა და დამაფიქრებელი ისტორიაც, გამოგონილი ამბავიც და მიმდინარე მოვლენების ამსახველიც დოკუმენტიც. მას შეუძლია ნებისმიერი ასაკის მკითხველის ყურადღება მიიპყროს, რადგან უცნაურ, წინააღმდეგობებით სავსე და საინტერესო თავგადასავალში ყველას ჩაითრევს. რა მოხდება თუ ერთ დილით გაიღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ ქართული დამწერლობა გაქრა? და რა მოხდება თუ ერთ ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობს 14 წლის ცელქი ბიჭი თომა და ჰყავს ორი ისეთი მასწავლებელი, როგორიც უნდა იყოს ნებისმიერი მასწავლებელი? ლიზა ისტორიას უბრალოდ კი არ ჰყვება, არამედ განგაცდევინებს, ხოლო ზაზა ფიზიკის შესასწავლად საჭირო ფორმულებს უბრალოდ კი არ გაზეპირებინებს, არამედ თავადაა აღმომჩენი და გამომგონებელი და შენშიც მეცნიერების სიყვარულსა და დაუოკებელ ცნობისმოყვარეობას აღძრავს. როგორ განვითარდება მოვლენები თუ ლიზა ქართული კულტურის გადარჩენას ცდილობს, ხოლო ზაზა და თომა ფარნავაზის ეპოქაში გადავლენ და დროის მსვლელობაში მომხდარი ცვლილების გამოსწორებას შეეცდებიან? გაიგე როგორ შეიქმნა ქართული ანბანი და როგორები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ზღაპრის გმირებად კომბლეს, ასფურცელას და ნაცარქექიას მეტსახელებით იქცნენ.
  • მოთვალთვალე
  • დიდი გაუგებრობა
  • ისტორიის უცნობი მხარე
  • მოულოდნელი ამბები
  • პირველი მოგზაურობა დროში
  • გაუჩინარება
  • დახურული ობიექტი Z
  • გადარჩენის მისია
  • ქაჯების ბუნაგში
  • სისხლიანი მთვარისობა
  • დაბრუნება
  • გამოღვიძება