„სიყვარულის მაცოცხლებელი თვისება მგრძნობიარობაა, მას კი ბევრი ფორმა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა ყველა შემთხვევაში მგრძნობიარობა ნიშნავს არ შეუშინდე დაკარგვის შესაძლებლობას, მაგრამ, იმავდროულად და რაც უფრო მნიშვნელოვანია! – გააჩინო კავშირების შესაძლებლობაც, ეს უკანასკნელი კი რისკის გარეშე შეუძლებელია. რა თქმა უნდა, რისკის სიდიდე განსხვავებულია ხანდახან მხოლოდ თითის ჩაყოფა გიწევს წყალში, ხანდახან კი ფრიალო კლდიდან თვალდახუჭული უნდა გადაეშვა“, – წერს წიგნის შემდგენელი, „ნიუ-იორკ თაიმსის“ სვეტის რედაქტორი დანიელ ჯონსი. დიახ, სიყვარულს ბევრი სხვადასხვა თვისება აქვს და მრავალგვარია: რომანტიკული, ოჯახური, დედაშვილური, ტრადიციული თუ არატრადიციული, უიღბლო, ბედნიერი, ზოგჯერ სასტიკიც... და როგორიც არ უნდა ეწვიოს, ადამიანი ბევრ რამეს სწავლობს – დათმობას, პატიებას, მისთვის ბრძოლას... ხშირად იმედიც უცრუვდება, მაგრამ თუკი გაუმართლებს, ბედნიერებას პოვებს. და კიდევ, ეს წიგნი შეგვახსენებს, რომ სიყვარული უასაკოა და მას სიცოცხლის ყველა მონაკვეთში მადლიერებით უნდა შეხვდე, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად ხანგრძლივი თუ ხანმოკლე იქნება.
- შესავალი
- სადღაც, სამყაროში
- მარტოხელა, უმუშევარი და უეცრად ჩემი თავი
- ისა, ძვირფასო, ეგ შენი როლი არ არის
- მაგარი გამბედავი ვჩანდი, ჩემი თავისთვისაც კი
- საავადმყოფოში სიცხადის ანტრაქტი
- მწუხარების ხუთი საფეხური
- ტანჯვას შემწვარი ქათამიც უყვარს
- ჰო, ცოტათი მამიკოს ჰგავდა. უბრალოდ, ვისადილეთ, არა?
- არა? არა? არა? მოდი, სტრიქონებს შორის დაფარულ აზრს ამოვიკითხავ
- შემთხვევითი სექსის ღამეს სასწრაფო შეტყობინებები უპასუხოდ რჩება
- მოკლევადიან სექსუალურ ურთიერთობაში საუკეთესო შედეგების მისაღწევად შენი სიტყვებით ილაპარაკე, კარგი?
- მგონი, მიყვარხარ
- როცა კუპიდონი ცნობისმოყვარე ჟურნალისტია
- როცა გიტარისტთან წევხარ
- თუ საქორწინო მარშს ხშირად მოისმენ, ნაბიჯსაც აუწყობ
- რბოლა უფრო და უფრო ტკბება უკანასკნელ რაუნდთან მიახლოებისას
- გიყვარდა და დაკარგე? არა უშავს, მით უმეტეს, თუ ამით მოიგე
- მარტოხელა და კაცების კედლით გარშემორტყმული
- როდესაც ევამ და ევამ ვაშლი ჩაკბიჩეს
- ჩემი გული გაუსწრებდა მდევარს?
- ჭეშმარიტად, სიგიჟემდე, დანაშაულის გრძნობით
- ვინ არის ის ქალი საძინებელში, მამიკო?
- იქნებ ჩემს ქმარზე დაქორწინება გსურდეთ?
- ერთად ცხოვრების რთულ გზაზე
- იარებით დაფარული სხეული, განკურნებული ქორწინება
- დიჯეის უსახლკარო დედიკო
- ახლა ადგილი მჭირდება, სადაც დავიმალები
- ერთად ცხოვრების რთულ გზაზე
- გაერთიანება თამაშის გასაგრძელებლად
- გავლენისგან თავის დაღწევა
- ქათამი ღუმელშია, ჩემი ქმარი კი სახლიდან მიდის
- მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ, ვინც უნდა ვიყო
- მოზარდობა საგზაო რუკის გარეშე
- ჩემი ქმარი ახლა ჩემი ცოლია
- ოჯახური ამბები
- რაღაც დედობის მსგავსი
- ჯერ ჩემი შვილები გავიცანი, მერე კი ჩემი შეყვარებული. ნათესავები არიან
- როდესაც მისტერ საიმედო მისტერ უმწეო ხდება
- დედობის პირველი გაკვეთილი
- ორი კაცი, ბავშვი მუცელში და მე
- როცა დედა კვალზე დგას... და მართალია
- ორი დეკემბერი: დანაკარგი და გამოსყიდვა
- შესრულებული დაპირება განქორწინებისა და სიკვდილის შემდეგაც კი
- წყვილის მესამე ნახევარი
- თექვსმეტი წლის რომ ვიყავი, გავაშვილე. შესაძლებელია კიდევ ერთხელ ვცადოთ?
- როცა კარისკაცი შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი კაცია
- მადლობა
- სქოლიო