კალათა

დეტალურად

თბილისი ერთი დიდი ამბავია. გამაოგნებელი სიცოცხლისუნარიანობის ამბავი. ეს ვეებერთელა, ლამის ორი ათასი წლის თავგადასავალი კიდევ უამრავი, ალბათ მილიონობით პატარ-პატარა ამბისაგან შედგება. ამ პატარა თავგადასავლებისგან ჩვენამდე მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილმა მოაღწია. თითო-ოროლა რამ ვიცით ძველ ადამიანებზე, რიგით ჩვეულებრივ ხალხზე. რა ულხინდათ, რა უჭირდათ. რას ჭამდნენ, რას სვამდნენ. რითი იყვნენ ბედნიერები ან უბედურები. ვიცით მარტო დაპყრობა-აოხრებების, მეფეთა და წმინდანთა ცხოვრების ამბები, თან შერჩევით, მეფეთა საამებლად და წმინდანთა ღვაწლის განსადიდებლად დაწერილი. ხალხის ცხოვრებაზე კი ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებში თუ მეფეთა ქრონიკებში აქა-იქ თუ გამოკრთებოდა რამე. მე კიდევ ისტორიაში ყველაზე მეტად ცოცხალი ამბები მიზიდავს. ქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე მიმობნეული ადამიანური ამბები. მომწონს, როდესაც რომელიმე შენობასთან გავლისას ვიცი მასთან დაკავშირებული რამე შემთხვევა. გიჟი არა ვარ, მაგრამ ამ დროს მგონია, რომ შენობის მესაიდუმლე ვარ და შენობას ხან ვუღიმი, ხან ვუსამძიმრებ, ხან დანანებით თავს ვუქნევ, ხან ვაწყნარებ. არ მომწონს, როდესაც რომელიმე შენობისა არაფერი ვიცი. მგონია, რომ ეს შენობები შემომცქერიან და მთხოვენ მათზე რამე გავიკითხო, არქივსა და ბიბლიოთეკაში დავქექო და შემდეგ სხვებსაც გავაცნო მისი დარდი ან სიხარული. ამ წიგნში თბილისის 50 ამბავს მოვუყარე თავი. ზოგი შენობის ამბავია, ზოგი ქუჩის, ზოგი მოედნის, მთლიანობაში კი, ქალაქის და ხალხის. ზოგი ალბათ გსმენიათ, ზოგი არა. ჰოდა, გულისყურით თუ წაიკითხავთ და უფრო მეტი ცოდნითა და სიყვარულით იგრძნობთ ქალაქს, ესე იგი ტყუილად არ გავრჯილვართ: არც ამ ამბების შემოქმედი ხალხი, არც მე – ამბავთა შემგროვებელი და არც ამ წიგნის გამომცემლები.
  • წინათქმა
  • 1. დაბაღები – პირველი თბილისელი ხელოსნები
  • 2. მადლობა შარდენს
  • 3. ნაღარახანას საიდუმლო მელოდიები
  • 4. მარმარილოს ლომების დალეწილი შადრევანი
  • 5. სიკვდილით დასჯის ადგილები თბილისში
  • 6. მეჩეთი და იმერული ინციდენტი
  • 7. თბილისური პროსტიტუცია
  • 8. შავერდა მღებრიშვილის მუშტით აღებული ციხე
  • 9. რუმბები და ძველი ტფილისის ნავთისგემოიანი ღვინო
  • 10. აღა-მაჰმად-ხანს გადარჩენილი 50 თბილისელი
  • 11. ერაყის მამლუქი მმართველის წერილი
  • 12. შუადღის ზარბაზანი და დენთი ქოლერის წინააღმდეგ
  • 13. დამეხილი ნარიყალა
  • 14. ჰაჯი მურატის მოჭრილი თავი
  • 15. კავკასიაში პირველი მონუმენტის თავგადასავალი
  • 16. ლუდი, კარტოფილი და თბილისელი გერმანელები
  • 17. ოპერის უცნაური შენობა
  • 18. კოჯორში დაჭრილი გოლიცინი
  • 19. ქოსების დუქანი
  • 20. მეფისნაცვლის აკვიატებული გვირაბები
  • 21. რუსი შავრაზმელები – დამრბევები
  • 22. ხუდადოვის ტყე
  • 23. სანაპიროს ლუდის გერმანული წარსული
  • 24. ნატახტრის წყალი და „პარტიანკები“
  • 25. თბილისი – რუსეთის პრემიერ-მინისტრების სამჭედლო
  • 26. შალიაპინის წარმატების ქალაქი
  • 27. „ნახალოვკის რესპუბლიკა“ და „9 ძმა“
  • 28. საფლავში მბორგავი გენერალი
  • 29. უსამართლოდ მივიწყებული ქალაქის თავი
  • 30. ხევსურების დაცული ტფილისის არსენალი
  • 31. ტერორისტი ელბაქიძე და მიხეილ ჯავახიშვილი
  • 32. მივიწყებული ხსოვნის კედელი ალექსანდრეს ბაღში
  • 33. საძმო საფლავი თბილისში
  • 34. მითები და რეალობა კამოზე
  • 35. ჩელუსკინელების ხიდის ბერიასეული გამოცდა
  • 36. საფლავის ქვების მეორადი ტვირთი
  • 37. კრემატორიუმი თბილისში
  • 38. ნაცემი რუსი კაპიტანი და დაცხრილული მუშტაიდი
  • 39. სევილიელის საფლავი თბილისში
  • 40. როგორ გაჩნდა თბილისის ზღვა
  • 41. მივიწყებული წყალდიდობა აბანოთუბანში
  • 42. ჯავაჰარლალ ნერუ და შემწვარი ჯიხვი
  • 43. მარჩელო მასტროიანი და ქურთი ქალი
  • 44. პირველი ხანძარი თბილისის ოპერაში
  • 45. ვინ იყო და რატომ მოკლეს შიო ჩიტაძე
  • 46. რა არის თბილისის უნივერსიტეტის საძირკველში ჩაყოლებული
  • 47. ამქრების აჯანყება
  • 48. ფაშა ვანქის თავსატეხი
  • 49. სიყვარულში უიღბლო არამიანცი
  • 50. ერეკლეს ციხე ნავთლუღში