ქმარდაკარგული მილა მომავალს გენას გარეშე დაგეგმავს. მათი ქალიშვილი ზემა სისტემის ნაწილი ხდება და გადაწყვეტს, რომ შურისძიებაა ერთადერთი, რასაც უნდა ემსახუროს. ლაზარე კი – ოჯახის უმცროსი წევრი, რომელსაც მემარცხენე იდეების გატარება ცხოვრების წესად უქცევია, ერთხელაც თავისი პრინციპების დათმობის წინაშე დგება. ივა ფეზუაშვილის ახალ რომანში ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების საგაა მოთხრობილი – ერთი ოჯახის ამბავი ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ყველა კონფლიქტი, დრამა და გამოცდა ერთიანად დაატყდებათ ამ წიგნის პერსონაჟებს, წარსულის დემონებიც იღვიძებენ და პრობლემის მარტივად, რაციონალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას არ აძლევენ... წიგნისთვის ავტორს 2020 წელს წინანდლის პრემია გადაეცა.
- 07:28
- 07:45
- 08:24
- 09:30
- 10:45
- 11:30
- 12:05
- 13:00
- 13:15
- 13:45
- 14:38
- 15:08
- 16:16
- 17:58
- 18:18
- 18:40
- 19:10
- 19:25
- 20:14
- 20:33
- 20:50
- 21:12
- 04:13