კალათა

დეტალურად

ასახული პრობლემა თითქმის ყველა თანამედროვე ოჯახისთვისაა ნაცნობი. კომპიუტერული თამაშით გატაცებული 17 წლის ვაჟთან მამა საერთო ენას დაკარგავს. მათი ურთიერთობა მხოლოდ დუმილია. ოჯახური ტრაგედია, მძიმედ დაავადებული დედის დაღუპვა, ბიჭს კიდევ უფრო მეტად ჩაკეტავს თავის თავში. მამა ყველანაირად ცდილობს მასთან დალაპარაკებას, მაგრამ არაფერი გამოსდის. ერთ დღესაც ბიჭი დაკარგავს კომპიუტერულ თამაშში გაცნობილ გოგოს და დახმარებისთვის მამას მიმართავს. სწორედ ამ დღიდან იწყება მამა‐შვილის დაახლოება. მამა მზადაა შვილთან ერთად ათასნაირ თავგადასავალში გაეხვიოს, მთავარი მისთვის ისაა, რომ მან შვილი დაიბრუნა.
  • თავი პირველი
  • თავი მეორე
  • თავი მესამე
  • თავი მეოთხე
  • თავი მეხუთე
  • თავი მეექვსე
  • თავი მეშვიდე
  • თავი მერვე