კალათა

დეტალურად

„კურიერის ამბები“ ახალგაზრდა კაცის ცხოვრების ფრაგმენტებისგან შედგება. მთხრობელი პროფესიით მსახიობია, რომელიც თავს კურიერობით ირჩენს და თვითირონიით აღწერს იმ მწარე რეალობას, რომელშიც მას თავის გატანა უხდება ყოველდღიურად. ამ სევდიანი და თან სასაცილო ისტორიების ფონზე იხატება თბილისის ისეთი სურათი, რომელიც მხოლოდ კურიერის მოპედიდან ჩანს, მთელი თავისი შეულამაზებელი სოციალური რეალობითა და სიმძაფრით. თემო რეხვიაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი და რამდენიმე თეატრში მუშაობდა დამოუკიდებელ მსახიობად. არის „ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის“ (2016) და თეატრალური კომპანია „ჰარაკის“ (2019) თანადამაარსებელი. 2017 წელს გვანცა ენუქიძესთან ერთად ჩამოაყალიბა საიდუმლო პოეტური ჯგუფი „ყველასთვის ხელმისაწვდომი დრამატული პოეზია“. 2019 წლიდან „თემურ ჩხეიძის სახელოსნოს“ წევრია. თავდაპირველად ჩანაწერები „კურიერის ამბებისათვის“ ქვეყნდებოდა 2019 წელს ინტერნეტჟურნალ „სიტყვებში“.
  • ამბავი პირველი. თეატრი და ქუჩა
  • ამბავი მეორე. რუკა და ტერიტორია
  • ამბავი მესამე. ფარნავაზი და რესპუბლიკელები
  • ამბავი მეოთხე. ხელოსანი და ინტელიგენცია
  • ამბავი მეხუთე. მირიანი და ნინო
  • ამბავი მეექვსე. მეფე და ლომი
  • ამბავი მეშვიდე. ზამთარი და ნობელის პრემია
  • ამბავი მერვე. ბიურო და ემიგრანტი
  • ამბავი მეცხრე. Nick Cave & The Bad Seeds