კალათა

დეტალურად

ქართველი კინორეჟისორი, დიპლომატი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და მხატვარი ლანა ღოღობერიძე იმ თაობას მიეკუთვნება, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია საბჭოთა რეჟიმის დამთრგუნველი ძალა. ბავშვობის ტრავმებმა დიდად განსაზღვრეს მისი შემოქმედება. „ვისთვის გალობს შაშვიც“ გადატანილი ტკივილების ამოძახილია. მაგრამ მთელი ცხოვრების გამოცდილების შედეგად, ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ განსაცდელი და განსაკუთრებით საყოველთაო განსაცდელი, მხოლოდ ამძაფრებს სიცოცხლის სიყვარულს და სამყაროს მშვენიერების შეგრძნებას. პოეზიას და ბუნების სილამაზეს ძალუძს, დააცხროს ყოველგვარი ტკივილი და სულის თავშესაფრად იქცეს, ამისთვის კი ხანდახან ისიც საკმარისია − გაყუჩდე და ყური მიუგდო შაშვის მოულოდნელ გალობას პანდემიით დადუმებულ ქალაქში.
  • „სულში ვერ გაბრწყინდება ცისარტყელა, თუ თვალი არ აივსო ცრემლით...“
  • დამშვიდდი, ტალღებს მიანდე ნავი
  • და თეთრდებოდა ყრუ ნაღველით კავკასიონი
  • ადამიანური სინაზე
  • მთავარანგელოზის ფრთების შრიალი
  • ნაღვლისფერი სიხარული
  • სიკვდილის ფერი
  • ვითხოვ სინათლეს, შემეწიეთ, დამეხმარენით...
  • შენი ხმა, ჩემო მეგობარო, გალობს ჩემს სულში...
  • გამოიგონე შენი სიცოცხლე
  • დაბერდე ახალგაზრდა
  • „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“
  • „ნახეს უცხო მოყმე ვინმე“
  • ჩაები ქმედებაში ახლა და აქ
  • ფილაქანზე გართხმული ქალაქი
  • აკვანი ირწევა უფსკრულის თავზე
  • კულტურა, როგორც სტრატეგიული პრიორიტეტი
  • კულტურა, როგორც მარადიული ფასეულობა
  • არ ჩაქრე, მწარე სახმილო
  • ბავშვის თვალები
  • გაყუჩებულა ძველი რომი, მარადიული
  • ონლაინ კინოფესტივალი
  • მზეო, შენ ჩადი, მე ამოვალ
  • მარადიული წყვილი
  • ხელთნაწერები არ იწვის
  • შენ და შავი ზღვა
  • „თავადის ქალი მაია“
  • შენა ხარ ჩემი ჯილდო, სასჯელი
  • „ოქროს ძაფი“
  • ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი
  • დგას ქუთაისი მარტოდმარტო
  • დაკარგული დროის ძიებაში
  • რაც მიყვარს, ყველაფერი აქეთ არის
  • მაშასადამე, არ არსებობს დაშორებები
  • ვისთვის გალობს შაშვი