კალათა

დეტალურად

„მე, შენამდეს“ ავტორის, ჯოჯო მოიესის ახალი, დაუვიწყარი, სულისშემძვრელი რომანი მკითხველის გულის დასაპყრობად ემზადება! ორი ეპოქა, ორი წყვილი, ორი ამბავი, ორი სიყვარული... ერთი მხრივ, სამოციანი წლების ლონდონში ერთმანეთზე თავდავიწყებით შეყვარებული ქალი და მამაკაცი, რომელთა ერთად ყოფნასაც უამრავი რამ ეღობება წინ, და მეორე მხრივ – თანამედროვე ლონდონი, ზედაპირული, ჩვენი ყოფისთვის დამახასიათებელი, პასუხისმგებლობისგან თავისუფალი ურთიერთობით, რომელიც რომელიმე მხარეს აუცილებლად აზარალებს და გულს ატკენს. წერილები: ძველი – ვნებიანი, თავბრუდამხვევი, ყოვლისშემძლე სასიყვარულო სიტყვებით სავსე; ახალი – მოკლე, მშრალი, ტექსტური შეტყობინებების ენაზე გამოხატული სათქმელით. სად გადაკვეთს ეს წერილები, ეს ორი ეპოქა, ეს ორი სიყვარული ერთმანეთს? რომელ წერტილში მოიყრიან თავს ერთად ენტონისა და ჯენიფერის, ელისა და ჯონის სიტყვები? „ხელნაწერები არ იწვიან“, სიტყვები კი, თუ ერთხელ წარმოითქვა, აღარასოდეს იკარგება და სამყაროში ყოველთვის თავის კვალს ტოვებს.
  • პროლოგი
  • ნაწილი 1
    • თავი 1
    • თავი 2
    • თავი 3
    • თავი 4
    • თავი 5
    • თავი 6
    • თავი 7
    • თავი 8
    • თავი 9
    • თავი 10
    • თავი 11
  • ნაწილი 2
    • თავი 12
    • თავი 13
    • თავი 14
    • თავი 15
  • ნაწილი მესამე
    • თავი 16
    • თავი 17
    • თავი 18
    • თავი 19
    • თავი 20
    • თავი 21
    • თავი 22
    • თავი 23
    • თავი 24
    • თავი 25
    • თავი 26
    • თავი 27