კალათა

დეტალურად

ნობელიანტი მწერლის, ელფრიდე იელინეკის „ვნება“ გამაოგნებელი რომანია. გამაოგნებელი იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, მკითხველს აჯადოებს მისთვის ასე დამახასიათებელი რიტმული, პოეტური წერის მანერა და მეორე მხრივ, აშფოთებს ის ჯოჯოხეთი, რომელიც წიგნში ტრიალებს. „ვნებას“ ახასიათებენ, როგორც „შემაწუხებელ“ ნაწარმოებს და მართლაც, უხეში ენა, დაუნდობელი ფაბულა, ძალადობის სცენები და გაშიშვლებული ადამიანური მანკიერებები მკითხველს შფოთვას ჰგვრის. რომანის მიზანიც სწორედ ესაა – დაგვანახოს, რომ ზოგჯერ ადამიანები ცხოველები არიან, ძალადობის ჯაჭვის გაწყვეტა კი მხოლოდ რჩეულ ერთეულთა ხვედრია. „ვნება“ სწორედაც ძალადობის ამბავია. ქარხანა ძალადობს მუშებზე, მუშები – ოჯახებზე, ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილით შეპყრობილი ქმარი – ცოლზე, ცოლი – შვილზე, შვილი – დედასა და თანატოლებზე, ადამიანების სიხარბით შეურაცხყოფილი ბუნება – მთელ სამყაროზე. ძალადობის ქარბორბალის ცენტრში კი არის გერტი – ქალი, ცოლი, დედა, მაგრამ ყველაზე უფრო – დამცირებული ადამიანი, სექს-სათამაშოდ ქცეული, სულგამოცლილი, სიცოცხლეწართმეული მარიონეტი. ერთი ოჯახის ამბით იელინეკი უმნიშვნელოვანეს გლობალურ პრობლემებს ეხება. რომანს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა – ის გააკრიტიკეს პორნოგრაფიული, ნატურალისტური და ძალადობის სცენების გამო. კრიტიკოსთა დიდი ნაწილის აზრით კი ეს იელინეკის ერთ-ერთი გამორჩეული რომანია, რომელშიც მან მწვერვალზე აიყვანა „უხამსობის ესთეტიკა.“ წიგნი შეიცავს ძალადობის სცენებს და არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის მკითხველისთვის.
  • 1.
  • 2.
  • 3.
  • 4.
  • 5.
  • 6.
  • 7.
  • 8.
  • 9.
  • 10.
  • 11.
  • 12.
  • 13.
  • 14.
  • 15.
  • სქოლიო