კალათა

დეტალურად

ჰერმან ჰესეს (1877-1962) – გერმანელ-შვეიცარიელ მწერალს, პოეტსა და მხატვარს – ნობელის პრემია მიენიჭა 1946 წელს. ჰერმან ჰესე მე-20 საუკუნის დასაწყისის გერმანიაში არსებულ პოლიტიკურ, ინტელექტუალურ თუ მორალურ კრიზისს იმ ზოგადსაკაცობრიო იდეის რაკურსიდან ხედავს, რაც მის უკანასკნელ რომანში – „თამაში რიოში მარგალიტებით“ – „დიდი მეტაფორის“ სახით გაცხადდება. ჰესეს „თამაშის“ მთავარ იდეად ჰარმონიისა და სრულყოფილებისკენ ადამიანის სწრაფვა მიაჩნია, რომანის გმირის, იოზეფ კნეხტის, ფილოსოფიურ არსს კი მწერალი ურთიერთსაპირისპირო საწყისების ბრძოლაში და მათ გაერთიანებაში ხედავს. ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი, ტიმოთი ლირი ფიქრობს, რომ ჰერმან ჰესემ თავის ბოლო რომანში ნათელმხილველის გუმანით იმ ჯადოსნური, ინტელექტუალური მანქანის არსებობა იწინასწარმეტყველა, რომლის დახმარებითაც პოსტინდუსტრიულ ეპოქაში შესაძლებელი გახდა აზრების დიგიტალურ ნიშნებად გარდაქმნა. ტიმოთი ლირის აზრით, „თამაშის დიდი მეტაფორის“ გაშიფვრის შედეგად, 1976 წელს, ვიხილეთ ის ნაყოფი ცნობადის ხისა, რომელსაც „Apple“ ჰქვია.
  • თამაში რიოში მარგალიტებით (თამაშის ისტორიის ზოგადი აღწერის მცდელობა)
  • თამაშის მაგისტრის, იოზეფ კნეხტის ცხოვრების აღწერა
  • ვალდცელი
  • სტუდენტობის წლები
  • ორი ორდენი
  • მისია
  • Magister Ludi
  • თანამდებობა
  • ორი პოლუსი
  • საუბარი
  • მზადება
  • გზავნილი
  • ლეგენდა
  • იოზეფ კნეხტის დანატოვარი ჩანაწერები
  • სამი ცხოვრების აღწერა
    • წვიმის გამომლოცველი
    • სულიერი მამა
    • ინდური ცხოვრების აღწერა
  • ჰერმან ჰესე და მისი რომანი „თამაში რიოში მარგალიტებით“
  • სქოლიო