კალათა

დეტალურად

„მივიწყებულნი“ მათე სარალიშვილის სადებიუტო რომანია. წიგნის მთავარი გმირი, 27 წლის ლუკა, ცხოვრებისგან აღარაფერს ელის – წარსულში გადატანილი ტრავმის შემდეგ მისთვის ყველაფერი ერთფეროვანი გამხდარა. ერთ დღეს მანქანაში მძინარეს მოულოდნელად კივილის ხმა გამოაფხიზლებს. ეს ხმა ლუკას ყოველდღიურობას თავდაყირა აყენებს და დააფიქრებს წარსულზე, სიყვარულზე, მშობლებზე და ბავშვობის დროინდელ მეგობარზე. ის იძულებულია, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, გაისროლოს ისარი თუ არა?.. მათე სარალიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტია. გამოცემული აქვს ლექსების კრებული და ერთი ვრცელი პოემა სახელწოდებით „საკურთხეველი“ (2019), რომლის მიხედვითაც დაიდგა სპექტაკლი „თავისუფალი სივრცის თეატრში“.
  • ნაწილი პირველი
    • თავი პირველი
    • თავი მეორე
    • თავი მესამე
  • ნაწილი მეორე
    • თავი მეოთხე
    • თავი მეხუთე
    • თავი მეექვსე
    • თავი მეშვიდე
    • თავი მერვე
    • თავი მეცხრე
  • ნაწილი მესამე
    • თავი მეათე
    • თავი მეთერთმეტე