წიგნში გაანალიზებულია ალიანსებისა და კოალიციების როლი და ადგილი მსოფლიო პოლიტიკაში, ნატო-ს ისტორია როგორც „ცივი ომის“, ასევე „ცივი ომის“ დასრულების შემდგომ პერიოდში. წარსული და თანამედროვე პერიოდის განხილვისას, ალიანსის ფარგლებში მიღებულ დოკუმენტებზე (ნატო-ს სტრატეგიული კონცეფციები, კვლევა გაფართოების შესახებ, პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“) დაყრდნობით, ყურადღება გამახვილებულია ნატო-ს ძირითად პრიორიტეტებზე (ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, ნატო-ს „ღია კარის“ და გაფართოების პოლიტიკა, ტერორიზმის და მასობრივი განადგურების წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ). ნაშრომში დიდი ყურადღება ეთმობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს, კერძოდ, ნატო-ს ფარგლებში არსებულ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს შორის, ნატო-ს ურთიერთობას რუსეთთან, ჩინეთთან, ალიანსის ინტერესებს შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში. ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ნატო-ს როლს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში კონფლიქტების (ბოსნია, კოსოვო, მაკედონია, ერაყი, ავღანეთი) დარეგულირების მიმართულებით. კვლევაში გაანალიზებულია ნატო-ს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის გაეროსთან, ევროკავშირთან, ეუთოსთან და ა.შ. თანამშრომლობის პრიორიტეტები. მკითხველს საშუალება ეძლევა გაეცნოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო და სამოქალაქო სტრუქტურებს. დასკვნითი ნაწილი კი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს (ისტორია, სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობა, ნატო-ს ინტერესები საქართველოში, საქართველოს დაინტერესება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით) ეთმობა.
- ავტორის შესახებ
- შესავალი
- ალიანსები და კოალიციები
- თავი I. ნატო „ცივი ომის“ პერიოდში
- ნატოს შექმნის ძირითადი მიზეზები
- ჩრდილოატლანტიკური ალიანსი XX საუკუნის 50-იან წლებში
- ნატო XX საუკუნის 60-იან წლებში
- ნატო XX საუკუნის 70-იან წლებში
- ნატო XX საუკუნის 80-იან წლებში
- ნატოს სტრატეგიული კონცეფციები „ცივი ომის“ პერიოდში
- აშშ-ის, როგორც ნატოს წამყვანი სახელმწიფოს როლი ცივი ომის პერიოდში
- აშშ-ის ურთიერთობა ნატოს დასავლეთ ევროპელ პარტნიორებთან ცივი ომის პერიოდში
- აშშ-კანადის ურთიერთობები
- აშშ-სსრკ-ის ურთიერთობა ცივი ომი პერიოდში
- აშშ-ის ურთიერთობა კომუნისტურ ბლოკში შემავალ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან
- ნატოს დასავლეთ ევროპელი მოკავშირეების როლი ცივი ომის პერიოდში
- „ცივ ომში“ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გამარჯვების ძირითადი მიზეზები
- თავი II. ნატო „ცივი ომის“ დასრულების შემდგომ პერიოდში
- ომი სპარსეთის ყურეში
- ნატოს საბჭოს შეხვედრა კოპენჰაგენში
- ნატოს რომის სამიტი
- ნატო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ
- აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი
- ნატო-ს მადრიდის სამიტი
- მზადება ვაშინგტონის სამიტისათვის და ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავება
- ნატოს ვაშინგტონის სამიტი
- ნატოს ახალი გეოპოლიტიკური ამოცანები 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ
- ერაყის კრიზისი და ნატო
- ნატოს პრაღის სამიტი და ალიანსის რეფორმირება
- სტამბულის სამიტი
- რიგის სამიტი
- ნატოს მიერ „ცივი ომის“ დასრულების შემდგომ პერიოდში მიღებული ძირითადი დოკუმენტები და ინიციატივები
- კვლევა გაფართოებაზე
- ნატოს „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“
- ნატოს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“
- ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო (EAPC)
- თავი III. ნატოს როლი მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში
- ბოსნია და ჰერცოგოვინა
- ნატოს სამხედრო ოპერაციები კოსოვოში
- ავღანეთი
- თავი IV. ნატოს გეოპოლიტიკური პრიორიტეტები
- ნატოს ამერიკული და ევროპული ხედვა
- ნატო - რუსეთი
- ნატო-უკრაინა
- ნატოს ინტერესები შავი ზღვის რეგიონში
- ნატოს გეოსტრატეგია კავკასიის რეგიონში
- ნატოს ინტერესები ხმელთაშუა ზღვის რეგიონში
- ახლო აღმოსავლეთი და სპარსეთის ყურე
- ნატო და ცენტრალური აზია
- ბალკანეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა
- ნატოს ურთიერთობა შორეული აღმოსავლეთისა და წყნარი ოკეანის დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლებთან (იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, ახალი ზელანდია)
- ჩინეთი-ნატო
- ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და ერაყი
- ირანი და ნატო
- ნატოს ურთიერთობა აფრიკასთან
- ნატოს ურთიერთობა ლათინურ ამერიკასთან
- ნატოს ენერგოუსაფრთხოების პრობლემები
- თავი V. ნატოს პოლიტიკა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი
- ჩრდილოატლანტიკური საბჭო
- სამხედრო დაგეგმვის კომიტეტი
- ბირთვული დაგეგმვის ჯგუფი
- ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებისა და კონსენსუსის პოლიტიკა
- კრიზისების დარეგულირება
- თავდაცვითი ასპექტი
- ბირთვული პოლიტიკა
- ეკონომიკური სფერო
- საზოგადოების ინფორმირება
- თავი VI. ნატოს ძირითადი სამოქალაქო და სამხედრო სტრუქტურები
- სამოქალაქო სტრუქტურები
- ნატოს სამხედრო ორგანიზაცია და სტრუქტურები
- ერთობლივი ფინანსირების რესურსები: ნატოს ბიუჯეტები და ფინანსური საქმიანობის მმართველობა
- ნატოს საგანმანათლებლო დაწესებულებები
- საპარლამენტო და არასამთავრობო ორგანიზაციები
- თავი VII. ნატოს ფართო საქმიანობა
- თავი VIII. ნატო-საქართველოს ურთიერთობების ძირითადი ასპექტები
- ისტორია
- საქართველოს მიერ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიღებული ოფიციალური დოკუმენტები
- საქართველო-ნატოს სამხედრო თანამშრომლობა
- ინტენსიური დიალოგის პროცესი
- საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის გზაზე
- საფრთხეები საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაციის გზაზე
- საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და კონფლიქტები
- NATO-ს ინტერესები საქართველოს მიმართ
- ალიანსის ინტერესები საქართველოს მონაწილეობით მოქმედ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით
- საქართველოს დაინტერესება ნატო-ში ინტეგრაციით
- დასკვნა
- გამოყენებული ლიტერატურის სია
- შენიშვნები
- დანართი: საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირების სტრატეგია
- შესავალი
- მიზნები
- საზოგადოების ინფორმირების სტრატეგიის განხორციელება
- რესურსები
- სტრატეგიის იმპლემენტაციის მონიტორინგი
- საინფორმაციო ცნობა საქართველო-ნატო-ს ურთიერთობების შესახებ
- სახელმწიფო მინისტრის აპარატი
- საქართველოს ვალდებულებები ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2004-2006
- ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება