ლუიზა მეი ოლკოტი, მისი რომანის გმირების მსგავსად, მრავალრიცხოვან ოჯახში იზრდებოდა: მას სამი და ჰყავდა. სიღარიბემ ლუიზა აიძულა, ადრეული ასაკიდანვე დაეწყო მუშაობა. პირველი ნაწარმოები, „გავები ყვავილებზე“, 22 წლისამ დაწერა, პირველი აღიარება კი 1861-1865 წლების სამოქალაქო ომის დროს ჯორჯტაუნის სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობისას ოჯახისთვის მიწერილი წერილების გამოცემამ მოუტანა. ლუიზა მეი ოლკოტის ყველაზე ცნობილი რომანი, „პატარა ქალები“ 1868 წელს გამოვიდა. წიგნი, რომლის პერსონაჟების პროტოტიპები ავტორის ოჯახის წევრები არიან, დაიწერა მასაჩუსეტსის შტატში, კონკორდში მდებარე სახლში – Orchad House, რომელსაც 350-წლიანი მდიდარი ისტორია აქვს. ამ სახლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი "Orchad House: Home of Little Women" 2019 წელს სატელევიზიო პრემია „ემით“ დაჯილდოვდა. „პატარა ქალები“ გამოსვლის დღიდან წიგნის მაღაზიების თაროებზეა, როგორც კლასიკური ამერიკული ლიტერატურის ნიმუში. 50-ზე მეტ ენაზე თარგმნილი რომანი XXI საუკუნეშიც აქტუალურია, რადგან გვიყვება სოციალური სამართლიანობის, ქალთა უფლებების, მეგობრებისა და ოჯახის მნიშვნელობაზე.
- თავი პირველი. ამბები
- თავი მეორე. პირველი ქორწილი
- თავი მესამე. შემოქმედებითი ძიებანი
- თავი მეოთხე. ლიტერატურის გაკვეთილები
- თავი მეხუთე. ოჯახური ცხოვრების გამოცდილება
- თავი მეექვსე. ვიზიტები
- თავი მეშვიდე. შედეგები
- თავი მერვე. ჩვენი უცხოელი კორესპონდენტი
- თავი მეცხრე. ნაზი სირთულენი
- თავი მეათე. ჯოს დღიური
- თავი მეთერთმეტე. მეგობარი
- თავი მეთორმეტე. გულისტკივილი
- თავი მეცამეტე. ბეთის საიდუმლო
- თავი მეთოთხმეტე. ახალი შთაბეჭდილებები
- თავი მეთხუთმეტე. ჩამოწერილი
- თავი მეთექვსმეტე. ლოქო ლორენსი
- თავი მეჩვიდმეტე. სიკვდილის ჩრდილის ხეობა
- თავი მეთვრამეტე. მეცადინეობა დავიწყებაში
- თავი მეცხრამეტე. მარტოდმარტო
- თავი მეოცე. სიურპრიზები
- თავი ოცდამეერთე. მილორდი და მილედი
- თავი ოცდამეორე. დეიზი და დემი
- თავი ოცდამესამე. ქოლგის ქვეშ
- თავი ოცდამეოთხე. ჭირნახული
- სქოლიო