კალათა

დეტალურად

„ტკივილი და სიხარული, რწმენა და იმედი... ყველაფერი ის, რაც ვერაფრით ვერ ამოვთქვი საყმაწვილო პოეზიაში, ლექსების ამ პატარა კრებულშია თავმოყრილი... თუმცა ეს წიგნი რიცხვით მეთექვსმეტეა, მაინც ისე ვღელავ, როგორც პოეტური პირველნათლობისას ღელავენ ხოლმე... და საკვირველი ამაში ალბათ არც არაფერია. „გამოღვიძება“ ხომ ჩემი ლირიკული ლექსების პირველი „სადიდო“ წიგნია.“ ეს გივი ჭიჭინაძის 1975 წელს გამოცემული პირველი „სადიდო“ კრებულის ანოტაციაა. ამ დროს ავტორი 42 წლის, საქვეყნოდ ცნობილი და ბავშვების უსაყვარლესი საბავშვო პოეტი იყო. მას შემდეგ თითქმის მეოთხედი საუკუნე იცხოვრა ინტენსიური და მრავალმხრივ საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრებით და პირველ რიგში ქართულ საყმაწვილო პოეზიას შესძინა მრავალზე მრავალი მარგალიტი. მეორე „სადიდო“ კრებულის გამოცემას კი, თუმცა 1988 წლიდან მზად ჰქონდა, სამწუხაროდ ვერ მოესწრო. წინამდებარე კრებული, რომელსაც თავად ავტორმა „რჩეული“ დაარქვა, თითქმის უცვლელად არის წარმოდგენილი მის მიერვე სიცოცხლის ბოლო წლებში მომზადებული ხელნაწერის მიხედვით. ეს წიგნი მისი ნათელი და ლამაზი სულის კიდევ ერთი გამობრწყინებაა...
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინასიტყვაობა
  • მდინარე და ადამიანი
  • *** (მზე ახმიანებს ოქროსფერ ბუკებს)
  • მშენებლობაზე
  • ***(გისწავლიათ ხეებივით ჭირთა თმენა)
  • ჩემი თაობა
  • *** (ერთფეროვნება ბუნებასაც რომ მოყირჭდება)
  • *** (ვერ გამოდიხარ ქარში, ავდარში)
  • *** (შეაჟრჟოლათ ყვითელ ალვებს)
  • *** (სულს ბირკებივით)
  • ირმები
  • *** (ჩემო სიზმრებო, სად ცნაურდებით)
  • *** (თუკი ამ ბნელში თქვენს სულთა წიაღ)
  • შიშველი ხეები
  • *** (ისევ ვეწვევი შენს დაფიქრებას)
  • *** (ამდენ სიხარულს როგორ იტევენ)
  • ჩანჩქერი
  • ქაღალდის ყვავილი
  • *** (ნაღმით აიკლეს მდინარე სადღაც)
  • *** (ისევ დავუვლით ფეხმძიმე ვაზებს)
  • *** (დუმს, თვლემს შუადღე და ტყე შუამთის)
  • მხერხავები
  • ქალები, 9 მაისი
  • ჩანახატი
  • *** (დასიცხულ ქვებზე დაწრეტილ წყაროს)
  • *** (იფიქრეთ განვლილ ცხოვრებაზე)
  • *** (მაგნოლიების ყვავილი თეთრი)
  • *** (ზღვაზე გამოდის)
  • *** (წუხელ სიზმარში ვმღეროდი ისევ)
  • *** (რიყეზე ძველი ნავი აგდია...)
  • სალამანდრა
  • *** (რად განმირისხდა მაღალი ღმერთი)
  • *** (როდესაც ჭარბად მომაწვება)
  • ხე აკაციის
  • *** (დანაღმულია, როგორც მდინარე)
  • თოვლი
  • *** (შიმშილით ფერწასული)
  • *** (ძნელია მზესთან მეგობრობა)
  • *** (რა უჩვეულო გამოხდა ჟამი)
  • გახსენება
  • *** (დღეს ვიგრძენ ძალა ბალახთა)
  • *** (ზღვას ყველა ტოვებს ნოემბრის ბოლოს)
  • *** (ხმები ჩაუწყდათ)
  • *** (მთვარე სათოვლად დადის ყანებზე)
  • სადგურზე
  • *** (გარეთ ვეღარ გავბედე და)
  • *** (ხსოვნას შემორჩა)
  • *** (ნისლი მოვიდა მაღალ მთებიდან)
  • გამოღვიძება
  • ბავშვობა, პორტი
  • *** (განლეულია გაზაფხულის დილა)
  • *** (შიშსა და დუმილს, შიშსა და დუმილს)
  • *** (ვერ გავექეცი საკუთარ თავს)
  • *** (ჯვალოს პერანგი)
  • *** (დღეს საიდუმლო კარი იღება)
  • *** (ფრთებშეჭრილ იმედებს)
  • სიმშვიდის ქოლგა
  • *** (ციხის ნანგრევი ჩამოდის გზაზე)
  • *** (დღეს ქვიშხეთში, - ირგვლივ მთებით)
  • ნოემბრის ქარი
  • მუხრანი
  • *** (სულს ქართულ ლოცვად)
  • მთაწმინდიდან
  • ბერიკაცები
  • *** (ვგრძნობ, ახლაც ფრთებს შლის)
  • *** (ჩემო მარიამ)
  • *** (კალვათაში ჩეროები იცის)
  • *** (რად მოიწყინე, ხარო ირემავ)
  • *** (მზე ჩახლართვია ფურირემს რქებში)
  • *** (ხან მზე ამოდის, ფეთქავს დენთივით)
  • *** (ბერმუხებს თოვლში ჩაუმუხლიათ)
  • *** (ძალზე მწუხარე სიყმაწვილის)
  • ძველი თბილისის უსახელო პოეტს
  • *** (მომწყინდა ქალაქი)
  • *** (ნეტავ და თქვენთან ისევ მათამადა)
  • *** (ვინც ფარად ახმარს რაინდულ სინდისს)
  • *** (არ ბედებიან ტყეში ნაძვები)
  • *** (ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა მიხვდე)
  • *** (სოფელი აღარ მოსჩანს კვამლში)
  • *** (ბაღჩაში მწიფდა სამოთხის ვაშლი)
  • *** (რამეთუ ვჩანვართ ერთობ ძლიერნი)
  • *** (ეს კაცი უყვართ ხეებს და ჩიტებს)
  • *** (შევჭიკჭიკდი და გამექცა თვალი)
  • *** (სპილენძისფერი ედებათ ხელებს)
  • *** (თრთოდა უჩვეულო იმ წლის გაზაფხული)
  • *** (რა უცნაური ჯავრი აგიტანს)
  • *** (ასე უსიყვარულოდ)
  • *** (დღეს უკვე სახელმოხვეჭილო)
  • *** (ერთ მშვენიერ დღეს)
  • ძველი მოტივი
  • *** (სდუმს შემოდგომა ზღვის ნაპირებთან)
  • *** (ეხ, ვის გავუმხილო ამოდენა)
  • მამია
  • *** (რად გაყვითლდნენო ალვები ასე)
  • *** (სიყვარულიც გაქრა სულში)
  • *** (გადაიარა მშფოთვარე წყალმა)
  • წინანდალი - პათეტიკური საღამო
  • თეძამი
  • *** (ჩაქრა სინათლე)
  • ციცინათელები
  • ნენა
  • *** (რად აიმღვრა უწმინდესი ტბა, რად?)
  • *** (ღმერთს ნუ ემდური)
  • *** (აქეთ ყელს რად ვიღერებდი)
  • *** (ხომ გამითეთრეთ სისხლი სრულიად)
  • ძველი ბუხარი
  • *** (ჰქრის დასავლეთით მზე და ფოთოლი)
  • *** (შემოგხედავ და - მაისი მოდის)
  • *** (ერთმანეთისთვის უცხონი რად ვართ?)
  • *** (გული ორთავეს ხელით დაგვაქვს)
  • უმისამართო წერილი
  • ბეთანია
  • *** (ამზევებული ტყე და მინდორი)
  • სიზმარი
  • *** (მრისხანე ლომის)
  • *** (მზე ებრაული ქუჩებით მიდის)
  • *** (დიდი ქალაქი)
  • ყვავილი თოვლქვეშ
  • კლოუნი
  • *** (ეხ, მოგვინელებს ავდარი აწი)
  • ტერენტი გრანელს
  • თბილისი
  • შაშვები
  • წყურვილი
  • ხეები
  • დედაკაცი
  • *** (ო, ამ უცნაურ საუკუნეში)
  • წუთისოფლის გამოცანა
  • *** (მე გამასვენებთ და)
  • *** (თქვენ მე მომეშვით)
  • *** (კვლავ ისე დიდხანს)
  • *** (ვიწრო ბილიკით)
  • ყუთიდან ყუთში
  • *** (რომელი ჭკუათმყოფელი)
  • *** (ზოგჯერ თურმე ოცნება)
  • ტკბილ მოგონებად დარჩებით მუდამ
  • ***(არა, არ შემოჭრილხარ)
  • *** (არ გიფიქრია: რანი ვართ, ვინ ვართ)
  • შვილიშვილი
  • ლექსი ფერად იასამნის
  • *** (თუ ნაღვერდალიც)