„მაშენკა” ცნობილი რუსი და ამერიკელი მწერლის (წერდა რუსულ და ინგლისურ ენებზე) ვლადიმირ ნაბოკოვის (1899-1977) პირველი რომანია. იგი ავტორმა 1926 წელს მშობლიურ რუსულ ენაზე დაწერა და მასში ემიგრაციის ძნელბედობისა და იმ ექვსი დაძაბული დღის შესახებ მოგვითხრო, რომელთა განმავლობაშიც ბოლშევიკური რუსეთიდან ბერლინში გადახვეწილი ახალგაზრდა კაცი – ლევ განინი – თავის პირველ სიყვარულს სამუდამოდ დაკარგულ სამშობლოსთან ერთად მწვავე განცდებითა და ხელშესახები სიცხადით იხსენებს. პირველი სიყვარული აღარასოდეს მეორდება. იგი ხსოვნაში მხოლოდ მსუბუქ ბედნიერებად და მწვავე ტკივილად რჩება...
- I
- II
- III
- IV
- V
- VI
- VII
- VIII
- IX
- X
- XI
- XII
- XIII
- XIV
- XV
- XVI
- XVII