კალათა

დეტალურად

ზღაპარი უნივერსალური ფენომენია. ჩვენ, ყველანი, წიგნის სიყვარულს ვიწყებთ ზღაპრების შეცნობით. ყოველ საღამოს გადავფურცლავთ და ვუკითხავთ ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს, დებს, ძმებს... ერთი სიტყვით – ბავშვებს... იზრდებიან ჩვენი პატარები, სწავლობენ კითხვას, ყალიბდებიან და თავად ირჩევენ წიგნებს, ზრდასრულ ასაკში კი ისევ უბრუნდებიან ყრმობის ტკბილ მოგონებებს. ჩამოდგებიან წიგნის თაროსთან და ახსენდებათ, როგორი სასიამოვნო იყო თაროებზე ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულ წიგნებთან დგომა, რომლებიც თითქოს გეძახდნენ, “მოდი, დღეს მე ამირჩიეო”. ასე მგონია, ზღაპრების წაკითხვისას, ყველა დიდი ადამიანი ბავშვობას უბრუნდება. რატომ “თინოსი”? ავტორი ოცნებობს, ჰყავდეს შვილი, სახელად თინო, თითქმის დედამისის მოსახელე. ზედმეტადაც კია დარწმუნებული, რომ პირველი შვილი გოგონა ეყოლება და ამ წიგნს მას უძღვნის. ასევე, უძღვნის დედას, რომელმაც ასწავლა წიგნის სიყვარული და ყველა ბავშვს, ვისაც კითხვა უყვარს. ავტორი უკვე მუშაობს მეორე საბავშვო წიგნზე – “თინანო და კვანტური ფიზიკა”, რომელიც უახლოეს მომავალში დაიბეჭდება. ამასთან, ოცნებობს, გახდეს ბავშვების საყვარელი მწერალი...
  • წინათქმა
  • თუნა და თინი
  • მარიკუნა და წიწაკები
  • ლაშა და მამალი
  • დემეტრე, დაიკო თეკლა და კუები!
  • 22-ე სკოლის ბავშვები
  • ექიმი
  • მასწავლებელს დაეკარგა სათვალე
  • დაბრაწული პურები
  • გამოძიება
  • მოდი, ახლა ვითამაშოთ
  • მთელი კლასი გაიბუტა
  • შერიგება
  • შაბათობა
  • დაბადების დღე
  • ტესტები
  • შეხვედრა მწერალთან
  • ჰელოვინი
  • დიდობანას თამაში
  • ნია პარიზში
  • გამოფენა-გაყიდვა
  • ბარბარობა
  • კუები გაიპარნენ
  • გოგონები თუ ბიჭები?!
  • დაკარგული ვაშლები
  • გაზაფხული
  • გამოსაშვები საღამო
  • ექსკურსია
  • ავტორის მოგონებებიდან