კალათა

დეტალურად

„კონტრაპუნქტი“, რომელსაც ოლდოს ჰაქსლი (1894-1963) თავის საუკეთესო რომანად მიიჩნევდა, 1928 წელს გამოიცა და, ერთგვარად, დიდი მწერლის შემოქმედების პირველი ეტაპი შეაჯამა. მუსიკაში კონტრაპუნქტი ისეთ მრავალხმიანობას ეწოდება, რომელშიც ყველა ხმა თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს პრინციპი დაცულია ოლდოს ჰაქსლის რომანში – წიგნს არ ჰყავს მთავარი გმირი, არ აქვს ერთიანი სიუჟეტური ხაზი, ძირითადი შინაარსი პერსონაჟების მონოლოგებსა და საუბრებშია გადმოცემული; რამდენიმე თვე ლონდონის ინტელექტუალური ელიტის ცხოვრებიდან – წვეულებები, მოგზაურობები, მეგობრული საუბრები, დავები, მაღალი წრის ჭორები. აქ ვერ შეხვდებით სიმპათიურ პერსონაჟებს. სამაგიეროდ, შეგიძლიათ დატკბეთ ავტორის ფაქიზი ირონიით, დროდადრო სარკაზმში რომ გადადის. ათობით ადამიანი-ინსტრუმენტი, რომელთაგან თითოეული თავის პარტიას უკრავს, ქმნის მწყობრ სიმფონიას, რომელიც მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ატმოსფეროს გადმოგვცემს. ოლდოს ჰაქსლის „კონტრაპუნქტი“ მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დღემდე აქტუალური ნიმუშია.
  • თავი პირველი
  • თავი მეორე
  • თავი მესამე
  • თავი მეოთხე
  • თავი მეხუთე
  • თავი მეექვსე
  • თავი მეშვიდე
  • თავი მერვე
  • თავი მეცხრე
  • თავი მეთერთმეტე
  • თავი მეთორმეტე
  • თავი მეცამეტე
  • თავი მეთოთხმეტე
  • თავი მეთხუთმეტე
  • თავი მეთექვსმეტე
  • თავი მეჩვიდმეტე
  • თავი მეთვრამეტე
  • თავი მეცხრამეტე
  • თავი მეოცე
  • თავი ოცდამეერთე
  • თავი ოცდამეორე
  • თავი ოცდამესამე
  • თავი ოცდამეოთხე
  • თავი ოცდამეხუთე
  • თავი ოცდამეექვსე
  • თავი ოცდამეშვიდე
  • თავი ოცდამერვე
  • თავი ოცდამეცხრე
  • თავი ოცდამეათე
  • თავი ოცდამეთერთმეტე
  • თავი ოცდამეთორმეტე
  • თავი ოცდამეცამეტე
  • თავი ოცდამეთოთხმეტე
  • თავი ოცდამეთხუთმეტე
  • თავი ოცდამეთექვსმეტე
  • თავი ოცდამეჩვიდმეტე
  • სქოლიო