კალათა

დეტალურად

გელა ჩარკვიანის ახალი წიგნი, ავტორის ცხოვრებასავით, პოლიჟანრულია: ჩანაწერების გარდა, აქ მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში დაწერილ მოთხრობებსა და პიესასაც შეხვდებით, რომლებმაც ერთი ციკლის ქვეშ მოიყარა თავი: „წარსულში ჩადენილი ლიტერატურული შეცოდებანი“. როლებიც გამუდმებით იცვლება: 80-ს მიტანებული წიგნის მთავარი პერსონაჟი ხან მახვილგონიერი დამკვირვებელია, ხან ეპატაჟების მაძიებელი ახალგაზრდა, ხშირად კი სოლიდური პროფესიული გამოცდილების დიპლომატი, რომელიც აქტუალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე სანდო და სიღრმისეულ ანალიზს გვთავაზობს, და ამის პარალელურად, იმავე ამპლუაში შექსპირისადმი მიძღვნილ ბრწყინვალე და ბევრისთვის დაუვიწყარ სიტყვას წარმოთქვამს შექსპირისავე სამშობლოში. „ნაგერალა 80“ უხვად საზრდოობს გელა ჩარკვიანის, როგორც მეუღლის, მამისა და ბაბუის, ცხოვრებისეული „ივენთებითა“ და შტრიხებით. ამ შემთხვევაშიც ბუნებრივად მონაცვლეობს განწყობები: სევდიან ამბავს მხიარული შემთხვევა მოსდევს, მძაფრ პირად ტრაგედიებს დროის პარადოქსებით აღბეჭდილი მოგონებები.
  • ჩანაწერები
  • ჩანაწერები
  • ჩანაწერები
  • იროჩკა
  • კომპიუტერის კლავიატურის ათვისების მიზნით შექმნილი ეპისტოლური ციკლიდან
  • ჩანაწერები
  • სიტყვა შექსპირზე
  • ჩანაწერები
  • ჩემი რეკომენდაცია
  • ჩანაწერები
  • ჟიგოლო
  • ჩანაწერები
  • ვინ არის ბაზაძე?
  • მე ვარ განთიადის ადამიანი
  • ჩანაწერები