„მეწამული პლანეტა მარსი“ ლექსო ქურხულის მოთხრობების პირველი კრებულია. იუმორი მთავარი განწყობა და ხასიათია, რაც კრებულში შესულ მოთხრობებს აერთიანებს. უფრო მეტიც, ის სხვადასხვა ტიპის სამყაროებსაც აერთიანებს – რეალურს და ფანტასტიკურს, წარსულს და თანამედროვეს, ცხადს და სიზმრისეულს. ყველაფერს სინაღდის ნიშანი აქვს – გაუზვიადებელი, გემოვნებიანი და ნამდვილი – ასეთია ლექსო ქურხულის პროზა. ამ ოსტატობის მთავარი საიდუმლო კი ალბათ ის მოხელთებული ზღვარია, სადაც სიცილი მოულოდნელად სევდაში გადაინაცვლებს. ასეთი სევდის ამოსახსნელად მკითხველს, კრებულთან ერთად, უკვე საკუთარი ცხოვრების გამოცდილებაც სჭირდება...
- მეწამული პლანეტა მარსი
- გოგია შორეულ აღმოსავლეთში
- უკანასკნელი მამლუქი
- გამცილებელი
- ისაკაგას უკვდავება
- რას გვიამბობენ ქალაქის კედლები
- წმინდა ვალენტინის დღე